თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 1 154 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 35-ის კი მძიმედ ფასდება.
„1 154 პაციენტიდან ხუთი გახლავთ კრიტიკული პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით 35-ს არ აღემატება. აღნიშნული რიცხვები, ალბათ, შეიცვლება, რადგან დაავადების გავრცელებასთან და გაზრდასთან ერთად, გაიზრდება როგორც მსუბუქი, ისე ასიმპტომური და მძიმე პაციენტების რაოდენობაც.
ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი გვყავდა, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა. ამ 33 ინფიცირებულიდან ერთი კრიტიკულად მძიმე და სამი კი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”
კომენტარები