• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას – ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:21 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩვენ დღეს დილით ვიმყოფებოდით ჩვენი პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სოფელ ხიბულაში მოვინახულეთ მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები გაატარა ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას – იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვა ყველას ახსენებს ქვეყნისა და ხალხისადმი პასუხისმგებლობას.

„ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი, ჩვენი ხალხის ბრალია, ჩვენი ბრალია, ჩემი და ყველასი, ვინც ვერ დავიცავით მაშინ პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ,  ყველაფერი ისე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ანუ არ მომხდარიყო ის სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა და ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ პოლიტიკოსების და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ისინი ვერ დაელოდნენ მომდევნო არჩევნებს და მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. ეს არის მწარე გამოცდილება და მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება, რადგან დღესაც ანალოგიურად, ჩვენ ვნახეთ სულ რაღაც 2-3 წლის წინ, ანალოგიური მცდელობაც იყო – ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა, იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 10 წლის წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ დავკარგეთ ეროვნული კაცი – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და უამრავი სხვა ადამიანი შეეწირა ამ იდეას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაინგრა და მოიშალა ყველაფერი – ინფრასტრუქტურა, ფაბრიკა-ქარხნები, ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში და ქვეყანამ მიიღო სრული განუკითხაობა, კრიმინალების თარეში და კრიმინალები მართავდნენ საქართველოს 90-იან წლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კრიმინალების ნაწილი დღესაც ისევ ძალადობს საზოგადოებაზე.

„მათი გამორჩეული სახეები, ვიცით ვის რიგებში არიან – ისევ რევანშისტული, რადიკალური პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ რიგებში. ის ადამიანები, რომლებიც ესროდნენ პარლამენტს ტყვიას, ჩვენს მომავალს ესროდნენ და ანგრევდნენ, დღესაც ძალადობენ და დღესაც სურთ ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი მათ არჩევნების გზით აღარასოდეს მოუშვებს ხელისუფლებაში. ამიტომაც, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც გარე, ისე შიდა მტერს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება. ჩვენ მივდივართ მტკიცედ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved