გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ბორის პისტორიუსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტივიტერზე დაწერა.
“ზუსტად ეს კაცი სჭირდება ბუნდესვერს. მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი პოლიტიკოსი ბორის პისტორიუსი გახდება ახალი თავდაცვის მინისტრი. მისი გამოცდილებით, კომპეტენციითა და თავდაჯერებულობით, ასევე დიდი გულის წყალობით”, – წერს გერმანიის კანცლერი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი გადადგა. ლამბრეხტმა საახალწლო მილოცვის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საახალწლო ფოიერვერკების ფონზე ისაუბრა, რის გამოც, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა ის გააკრიტიკეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.
კომენტარები