პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც თბილისი მოლთან, აქციაზეა, მედიასთან ამბობს:
გაწყვიტეს მსვლელობა, გავცერდით, დაველოდეთ, არ გამოუვიდათ აქციის მონაწილეთა გაწყვეტა. ხედავთ რამდენი პოლიცია მოგვყვება, ოკეი, იარონ ჩვენთან ერთად. დაშინება არ იმუშავებს. ზუსტად 5 წუთში ნახავთ როგორ გადაიკეტება გზა და ვერც ვერავის დასჯიან სისხლის სამართლის წესით, სანამ ეს ხალხი არ გამოივლის ამ გზას, ეს გზა იქნება გადაკეტილი. ჩვენსას მაინც მივაღწევთ.
ცნობისთვის, პოლიციის ფორმიანები ცდილობენ აქციის მონაწილეთა დაყოფას, ან ხელის შეშლას გზის გაგრძელებაში.
გზა თბილისის მოლთან, მართლაც გადაიკეტა.
კომენტარები