• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბიშვილს არ დაავიწყდეს, ვის მიერ არის ის არჩეული… კონსტიტუციაში მისი ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა – მაჭარაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:43 09-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

ქართული ოცნების დეპუტატმა,  გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაში მისი ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა. აგრეთვე, მაჭარაშვილმა პრეზიდენტს მიმართა, რომ არ დაავიწყდეს, თუ ვის მიერ არის ის არჩეული საქართველოს პრეზიდენტად.

“საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. სამართლებრივად იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა. ყოველი მისი განცხადება არა მხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ, პირიქით, დეესკალაციისკენ კი არა, ესკალაციისკენ არის მიმართული. სალომე ზურაბიშვილს რაღაც როლის აღება უნდა ხოლმე. ზოგადად ეს კარგია, თუმცა, ის ვერ ახერხებს, რომ საყოველთაო შერიგების სათავეში იდგეს, ესეც არ გამოსდის

მის ბრიფინგში, თუ არ ვცდები, 70 თუ 80% ჩვენზე და ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ეს რომ უმნიშვნელო ყოფილიყო, ბუნებრივია, ამ განცხადებებს ამდენ დროს არ დაუთმობდა […] ერთი კონსტიტუციური ორგანო, პრეზიდენტი მეორე კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს აგდებულად მოიხსენიებს და ვერც დაითვალა, ქართული ოცნებიდან 3 გავიდა თუ 4. აქაც ეტყობა, რომ ან ეშლება და ან აქაც აგდებულად იხსენიებს იმ დეპუტატებს, რომლებიც იმ ამომრჩევლებმა ამოირჩიეს, რომელთაც სწორედ ჩვენი რეკომენდაციებით მივეცით საშუალება, რომ საქართველოს პრეზიდენტი აერჩიათ. ზურაბიშვილს არ დაავიწყდეს, ვის მიერ არის ის არჩეული […] პრეზიდენტი პარტიულ კუთვნილებას მაინც რაღაცნაირად აფიქსირებს ხოლმე”. – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის დეპუტატების ოთხეულზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მთავრობა უნდა გაემიჯნოს ოთხეულის განცხადებებს, რადგან ისინი “წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით” გამოდიან.

თეგები: გურამ მაჭარაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved