• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზურაბიშვილი “ულაგებს” ივანიშვილს, ანუ გადასარევად ასრულებს იმას, რისთვისაც დაინიშნა” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
16:00 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,622

პოლიტიკური პარტიის, “ტრუბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

 

სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე მე უმრავლესობა. არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა. რადგან, ეს არ იყო რიგითი დეპარტამენტის უფროსის დანიშვნა, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალზე იყო საუბარი, მას კი, ადამიანების მხარდაჭერა არ ჰქონდა. “ქართული ოცნება” კი ძალადობდა. ანუ, ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და ზურაბიშვილს ლანძღავენ, მაშინ ქართულ საზოგადოებას არა მარტო დაუპირისპირდნენ და დალანძღეს, პირდაპირ ბრძოლაში ჩაერთნენ ხალხის წინააღმდეგ.

ამიტომ ვამბობ, რომ არაფრით არ შეიძლება ასეთი მორალის ადამიანები წარმოადგენდნენ დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტას. თუმცა, ძველები, აი “ოცნებას” რომ განუდგნენ მაგრამ არ დაპირისპირებიან ისინი, ისევ ზურაბიშვილის გვერდზე არიან და ეს ჩანს.

გამოდის, ერთი ხელია ისევ ამ ყველაფრის დირიჟორი. აი ის ხელი, ყველა ძაფებით რომ ჰყავს მიბმული… ახლაც მორიგი ახალი ლიდერის ჩამოყალიბების მცდელობაა.

ანუ, მართალია ზურაბიშვილი არ არის სახალხო პოლიტიკოსი, სამაგიეროდ “ულაგებს” ივანიშვილს, მაგალითად საფრანგეთში. ანუ გადასარევად ასრულებს იმას, რისთვისაც დაინიშნა. ამიტომ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე განაწყენებული იყოს. პირიქით, ის ამბავი, ზურაბიშვილს და კობახიძეს ერთმანეთი რომ არ მოსწონთ, ამას ახალისებს კიდეც. ის მსგავსს ყოველთვის ახალისებდა “ოცნებაში”, ერთიანი გუნდი არასოდეს სჭირდებოდა და იმიტომ. და ლიდერიც პრობლემად მიაჩნდა ყოველთვის. პრინციპში როგორც მოექცა გახარიას კი ჩანს…

თუმცა სალომე ზურაბიშვილიც ვერასოდეს გახდება სახალხო პოლიტიკოსი. შესაბამისად, ახლაც ერთი ხელით მართულ მორიგ სპექტაკლს ვუყურებთ. ხალხის რეალური პრობლემები კი ისევ არავის აინტერესებს… აბა, რა 78-ე მუხლი, რის 52-ე, ვის აინტერესებს საერთოდ?! კონსტიტუციის დარღვევაზე რომ გვესაუბრებიან ეს ვითომ “დემოკრატიის მამები”, მაშინ, როდესაც: ეროვნულ ბანკზე ზემოქმედებენ; ეროვნული ბანკი ინფლაციას რომ არ იცავს, არადა კონსტიტუციით ის რომ არის ინფლაციაზე პასუხისმგებელი; სასამართლოზე რომ ზემოქმედებენ… ეს არ არის კონსტიტუციის შელახვა?! 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved