• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზურაბიშვილი 30 ვერცხლად გაიყიდა და ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:33 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
406

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას აფასებს :

 

“აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში.
– ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი გარედან იმართება:
– თეიმურაზი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კვალიფიკაციითა და უნარებით არაფრით გამორჩეული და სრულიად გამოუცდელი კადრია, ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლად, ხოლო შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ მრჩევლად დაუნიშნეს ამერიკისა და აზიის საკითხებში
–ქეთევანი, რომელიც ფრანს24-ის ერთი უბრალო სპორტული რედაქტორი იყო, უსწრაფესად დაუწინაურეს და თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დაუნიშნეს – შედეგიც სახეზეა: ახლა სწორედ ევროპა და ამერიკა ამუშავებს სალომე ზურაბიშვილს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამხარ, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ
– სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახადა ჯერ დეპუტატი და შემდეგ პრეზიდენტი, 30 ვერცხლად გაიყიდა და ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა
 მართალია, ირაკლი კობახიძემ მცირე პოლიტიკური მანევრი გააკეთა და სალომეს “პირი მოწმინდა”, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სალომემ სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეზე სრულიად შეგნებულად დააყენა.
 სალომემ იცის, რომ მისი უფროსების მთავარი სამიზნე სწორედ ივანიშვილია და ყველაზე მეტად ივანიშვილთან დაპირისპირებას დაუფასებენ.
 სალომეს სახით, ქართულ ოცნებას ახალი ოპონენტი და ოპონირების ახალი ხაზი გაუჩინეს. სალომეს დიდი რესურსი არა აქვს, მაგრამ კომპრომეტირებული და გაჭირვებაში მყოფი ოპოზიციისთვის მისი შეხიდებაც გარკვეული შეღავათია.
 ხვალინდელი აქციაც იმას ემსახურება, რომ ხალხის რაღაც ნაწილი სალომეს გარშემო დაამობილიზონ და ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერად წარმოაჩინონ
 სქემა შეიძლება ასეთი იყოს – ოპოზიციის ერთი მხარე იქნება ნაციონალური მოძრაობა და მეორე მხარე – სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პარტიები
 მთელი ეს სქემა ბოლოს ისევ ცნობილ სცენარამდე მიდის – ივნისის ბოლოს არეულობა, ხელისუფლების გადატრიალება და მეორე ფრონტი
 სინამდვილეში, სალომეს არაფრის თავი არა აქვს, პრეზიდენტიც მთლიანად ივანიშვილისა და ოცნების ნდობის ხარჯზე და ოპოზიციის მხრიდან გინების ფონზე გახდა და ეს სქემაც წარუმატებლობისთვისაა განწირული, შესაბამისად, სალომესაც აწვალებენ ცოტა ხანი, როგორც თავის დროზე მარგველაშვილი და გახარია აწვალეს და ამით დასრულდება მთელი ეს ისტორია.”
Возможно, это изображение 3 человека
თეგები: დავით ქართველიშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved