სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
ზურაბ ცეცხლაძე სოციალურ ქსელში წერს:
ხვალ, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შემაქვს ზვიად ცეცხლაძის სარჩელი შალვა პაპუაშვილის (ქართული ოცნების რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე) მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახავ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “ზვიად ცეცხლაძე არის სასამართლოს მიერ დადგენილი ტერორისტი”.
რეჟიმის უსამართლო სასამართლოშიც კი მზად ვართ ცივილიზებულად, სასამართლოს მეშვეობით გავარკვიოთ ამ საქმეში მტყუანი და მართალი.
იმედია თვითონ შალვა პაპუაშვილი უშუალოდ (სარჩელზე მოპასუხე) მიიღებს მონაწილეობას სასამართლოს განხილვაში, მანამდე კი შეიჩერებს უფლებამოსილებას, რომ თანაბარ პირობებში ვიბრძოლოთ სასამართლოში.
ცეცხლი ოლიგარქიას!
ბრძოლა ბოლომდე!!!.
საქმე ეხება პაპუაშვილის განცხადებას სინდისის პატიმრის მიმართ, სადაც მან თქვა, რომ “ზვიად ცეცხლაძე არის სასამართლოს მიერ დადგენილი ტერორისტი”.“














კომენტარები