• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
11:32 02-10-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
47

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო; ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და საქართველოს წამყვანიკომპანიების დაკავშირება.

ღონისძიებაზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევა თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ წარადგინა.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, 2019-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. ბაზრის 68%-ს თბილისი იკავებს, ხოლო 21%-ს – ბათუმი. დედაქალაქში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იყიდება (80%), ხოლო ბათუმში – საინვესტიციო მიზნით (85%).

მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა ბაზარზე 2022 წელს დაფიქსირდა და 29.5% შეადგინა, რაც უმთავრესად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა გააძლიერა უძრავი ქონების მიმართ ინტერესი როგორც გაქირავების, ისე ყიდვის მიმართულებით. მომდევნო წლებში მოთხოვნამნორმალიზება დაიწყო და 2024-2025 წლებში 5.6-6.0%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდა4.5%-ითაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ფასებს, 2019-2025 წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულებათბილისში წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. მიმდინარე წელს კი, თიბისი კაპიტალი ფასების 3.2%-ით მატებას პროგნოზირებს.

2022 წელს მოიმატა გასაქირავებელმა ფასმაც,ბაზარმა ნორმალიზება 2023 წლის მარტიდან დაიწყო. 2025 წელს კვადრატული მეტრის გასაქირავებელიფასი 11%-ით შემცირდა და $10.4 შეადგინა. 2026 წელს კი მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი აღარ არის. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქირის მაჩვენებელშიმცირედი კორექტირება გაგრძელდება და 2.1%-ის ფარგლებში შემცირდება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების პოტენციური მიწოდება მზარდია: 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 2%-ით გაიზარდა, რაცნიშნავს, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved