ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაული გახსნილია. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე შეაჩერეს. წაღებული არაფერი არ არის. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები