კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირი შეიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
როგორც ირკვევა, მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის მამაკაცს მკურნალობენ.
კომენტარები