• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც ახალშობილის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, საპატიმრო სამ თვეში დატოვა

ალია ავტორი - ალია
15:10 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ზუგდიდში, 2020 წლის 14 ივლისს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდა ქალმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება დაკავებიდან დაახლოებით 3 თვეში დატოვა.

როგორც მაშინ შსს-ში აცხადებდნენ, გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ.

თუ რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო ქალმა, დეტალები “პრაიმტაიმმა” გაარკვია.

დაახლოებით 2 წლის წინ ახალგაზრდა ქალმა, ზუგდიდში დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი სავარაუდო ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.
მაშინ ახალგაზრდა ქალთან ერთად დაკავებული იყო ახალგაზრდა მამაკაციც, რომელმაც საპატიმრო ქალზე უფრო ადრე დატოვა.

„ქალის გამოშვების საფუძველი გახდა ახალშობილის ცხედარზე ჩატარებული დასკვნის პასუხი. სადაც დადგინდა, რომ დაახლოებით 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ის გოგო კი ციხიდან გამოვიდა. სოფელში, სადაც ცხოვრობს, მას მშობლები შეურიგდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში ვერ გაჩერდებოდა, საცხოვრებლად ნათესავთან თბილისში გადავიდა”,  – უთხრა „პრაიმთაიმს” სოფლის მცხოვრებმა, სადაც ახალგაზრდა ქალის ოჯახი ცხოვრობს. ქალის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც.

ხოლო,რაც შეეხება მიმდინარე წლის 14 თებერვალს ფოთის დევნილთა დასახლებაში მომხდარ ფაქტს, როცა 34 წლის დიანა კაზნაიფეროვამ იმშობიარა და შემდეგ ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ქალი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმეზე მომდევნო სხდომა აპრილში გაიმართება.

ვნახოთ, 2 თვის მერე დატოვებს თუ არა ახალგაზრდა ქალი საპყრობილეს. ამ საქმეშიც მთავარი ექსპერტიზის დასკვნის პასუხია, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ჩვილი დაბადებისას ცოცხალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved