ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ორშაბათი, 27 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ზრუნვის კედელი და სანტები “თეგეტადან”

ალია ავტორი - ალია
18:36 12-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,399

თეგეტა ჰოლდინგმა წელს ზრუნვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო, ისეთი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განუხორციელებია. რა არ მოიფიქრეს, ჯერ შექმნეს ონლაინ პლატფორმა “თეგეტა ქეარი”, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანდო და საქმის მკეთებელ ორგანიზაციებს მოუყარეს თავი, ამ პლატფორმაზე მოიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება უნდა და შესთავაზეს მათზე ზრუნვის მარტივი და უსაფრთხო გზა. შემდეგ ზრუნვის მნიშვნელობით და ჯადოსნური ემოციებით გაჯერებული ვიდეო რგოლი შექმნეს. ამ ყველაფრის კულმინაციად კი თეგეტაში ზრუნვის კედელი აქციეს.

 “ზრუნვის კედლის მთავარი იდეა იყო, რომ ამ ერთიანი დიდი მიზნის მიღწევაში, რაც ბევრი მზრუნველი ქმედების და მზრუნველი ადამიანის გაერთიანებას გულისხმობს, ჩვენი თანამშრომლები, თეგეტას გუნდის წევრებიც ჩაგვერთო. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველა კომპანიისთვის უკვე ტრადიციული Secret Santa ჩვენ იმ ადამიანებს – მოხუცებსა და ბავშვებს მივუძღვენით, ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება”- ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

No description available.

სურვილების შეგროვება არ გასჭირვებიათ – გუნდი tegeta.care-ის კამპანიით დამეგობრებულ ორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათი ბენეფიციარების საახალწლო სურვილების თავმოყრაში დახმარება სთხოვა. წერილი სანტას (ანუ, ამ შემთხვევაში, თეგეტას) საერთო ჯამში 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა გამოუგზავნა. “სურვილები არის მოხუცებისა და ბავშვებისგან. სულ 6 ორგანიზაციიდან, ესენია: „კათარზისი“, მოხუცთა თავშესაფარი „ლაზარეთი“, „სუპერგმირი“, „ბერი ანდრიას ფონდი“, „პირველი ნაბიჯი“ და „SOS ბავშვთა სოფელი“. წერილები ერთმანეთზე უფრო გულისამაჩუყებელი იყო, მათი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გიჩნდებოდა განცდა, ზოგჯერ რამდენად მცირედი მცდელობით არის შესაძლებელი სხვისი ახალი წელი უფრო ჯადოსნური გახადო.”

კამპანიაში ჩართვის სურვილი თეგეტას ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა და ასე დაიწყო საახალწლო ფუსფუსი არა ოჯახის წევრებსა ან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, არამედ მათთვის, ვისაც “სანტები” არასდროს შეხვედროდნენ და ვისაც მათი ზრუნვა ყველაზე მეტად გაახარებდა.

https://www.youtube.com/watch?v=4C2q_I_Vxiw

“ზრუნვის კედლიდან წერილების ჩამოხსნის პროცესი ალბათ ყველაზე ჯადოსნური და გულისამაჩუყებელი სანახავი იყო. ჯერ როგორი ემოცია ჰქონდათ სანტებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების წერილების წაკითხვისას, შემდეგ როგორ მონდომებით ეძებდნენ, არჩევნდენ, ყიდულობდნენ, შემდეგ საგულდაგულოდ ფუთავდნენ და მოჰქონდათ ჩვენთან.

შემდეგ იყო უკვე ადრესატებისთვის საჩუქრების მიტანა და ბენეფიციარების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და დაუვიწყარი ემოცია” – ნათიკა ბერძული.

ვინ გადაწყვეტს, სხვა ადამიანებზე ზრუნვისას ვინ უფრო დიდ სიხარულს გრძნობს, სიკეთის მკეთებელი თუ მიმღები. ამ ემოციას ვერ გავზომავთ, ვერც ავწონით და ვერცერთი თვლადი კოეფიციენტით ვერ შევაფასებთ, ერთს კი წყალი არ გაუვა – ასეთი ზრუნვის აქტისას ორივე მხარე ბედნიერია, ორივე მოგებულია და მოგებულია საზოგადოებაც, ერთით მეტი გულში სითბო ჩაღვრილი ადამიანით დედამიწაზე.

No description available.

“მთავარი მოტივაცია ზრუნვის გარშემო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და პირველ რიგში თვითონ თეგეტას გუნდის წევრების გაერთიანება იყო. ზრუნვით მიღებულ ემოციას ხომ მართლაც არაფერი შეედრება. ეს აქტივობა ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რომ სასიკეთო ცვლილების, ან სხვისთვის ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად გმირობა სულაც არ არის საჭირო, ხშირად ერთი მზრუნველი ქმედება და მონდომებაც სრულებით საკმარისია.” – ნათიკა ბერძული, თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი  ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

11:40 06-27-2022
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved