• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზიარების სტერილურობა არის მითი, შექმნილი გაუნათლებელი ღვთისმსახურების მიერ“ – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
13:35 03-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ზიარების სტერილურობა არის მითი, შექმნილი გაუნათლებელი ღვთისმსახურების მიერ – წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი არჩილ მარშანია.

„წვეთოვანი გზით გადაცემა ნიშნავს, რომ დასნებოვნებული ადამიანის ნერწყვში შეწონილი ვირუსები გადმოდის გარეთ და თუ ეს მიკროსკოპული ზომის წვეთი ჯანმრთელ ადამიანის ლორწოვანს შეეხო, მოხდება დასნებოვნება. ხალხისგან დისტანცია და ხალხმრავალი სივრცეებისგან თავის არიდება ეხება ყველა სივრცეს სადაც ბევრი ხალხია, მათ შორის ეკლესიას და სუფრასაც.

ინფექციის გადადების რისკები ქართულ ვარიანტში რომ განვიხილოთ, ვახტანგურის დალევისას, განსხვავებულის ერთი სასმისით შესმისას და ზიარებისასაც უკიდურესად დიდია.

მედიცინა სწავლობს გადაცემის გზას და არა სად მოხდება ეს გადაცემა, ეკლესიაში, სადარბაზოში თუ ტუალეტში. გადაცემის გზა ამით არ იცვლება. შესაბამისად სარკაზმით(!) დასმული შეკითხვა „ვინ დაადასტურა რომ ზიარებისას ვრცელდება“ არის უკიდეგანო ბრტყელტვინობა.

მეტიც, არც რელიგიურად, არსად ბიბლიაში იმაზე არ წერია რომ რომელიმე საეკლესიო რიტუალი სტერილურია, სხვა დატვირთვა აქვს მაგას. ზიარების სტერილურობა არის მითი, შექმნილი გაუნათლებელი ღვთისმსახურების მიერ.

ოდნავ საღი აზრი ვისაც შეგრჩენიათ და გადარდებთ საკუთარი შვილების ან საკუთარი ჯანმრთელობა, სანამ ასეთი სიტუაციაა მოერიდეთ ხალხმრავლობას, პლანის მოწევას, ერთი ბოთლიდან და ერთი კოვზით ან ერთი ყანწით ნებისმიერი სითხის მიღებას. არავინ არც ქართველობას და არც რწმენას არ გართმევთ ამით და არც გაკნინებთ და არც შეურაცხგყობთ და არც უპატივცემულობას იჩენს თქვენს მიმართ. მერე გააგრძელეთ, როცა გადაივლის საფრთხე არ არის პრობლემა. საპატრიარქოზე დიდი მტერი ამ ქვეყანას შიგნით არ ყავს. – წერს ფეისბუქზე ექიმი არჩილ მარშანია.

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. საპატრიარქო ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ რუმინეთში ერთჯერადი კოვზებით ზიარება დაუშვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved