ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის სასაფლაოზე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ერთ–ერთი პირველი, ექსპერტ–კრიმინალისტების მისვლამდეც კი, გამოცემა “თაიმერის” ჟურნალისტი მივიდა. იმ დროისათვის, იქ საპატროლო პოლიციის ფორმიანი ადამიანები იმყოფებოდნენ.
“ალია” ესაუბრა გამოცემა “თაიმერის” რედაქტორს, ბერდია კალანდიას, რომელიც გვიყვება, რომ “თაიმერმა” კადრების გადაღება დაიწყო ისე, რომ არ გაცდენია ადგილს, სადაც საპატრულო პოლიციის ფორმიანი პირები იდგნენ. ადგილი არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ლენტით, ჟურნალისტი არ გასცდა ადგილს, სადაც შსს–ს წარმომადგენლები იყვნენ, მიუხედავად ამისა, იყო მცდელობა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის. მეტიც, პოლიციის ფორმიანმა პირებმა, სცადებს ჟურნალისტის კამერის ჩამორთმევა და ჩხრეკა.
“შსს-ს წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მუშაობდა და ჟურნალისტს გაეცნო, როგორც პოლიციელი, ვინმე კვაშილავა, ჟურნალისტს მოსთხოვა ეჩვენებინა, რა გადაიღო, ასევე მოსთხოვა, ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა მისი ნებართვის გარეშე”, – გვეუბნება ბერდია კალანდია.
“გადაღებული მასალის ჩვენება” – ასეთი სტატუსი სამართლებრივად არ არსებობს და ეგ ჩხრეკაა, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მასალის გამოქვეყნების უფლების აკრძალვას, – ამის მოთხოვნისთვის სამართლებრივი საფუძველიც კი არ არსებობს, მსგავს ვითარებაში. ერთადერთი შემთხვევა, გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერაა. გაუთქმელობის დოკუმენტზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ხელის მოწერა გთხოვოს ძალოვანმა უწყებამ, როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი დოკუმენტაციის გასაჯაროებას. ყველა სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა, – არ გაასაჯაროოს – უკანონოა და ცხადია, მუქარის მცდელობა.
რა მოხდა კორცხელში და არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უსაფრთხოების სამსახურმა სრულად აკრძალა წვდომა. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევის გაშუქებაზე?
თუ ეს შსს–ს რომელიმე წარმომადგენლის ახირებაა, რათა არ გამოჩენილიყო, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პოლიციელები და მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულიც არ იყო?
ორივე შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჟურნალისტის ჩხრეკის მცდელობის და მისთვის ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის უკანონო მოთხოვნა საგანგაშოა და კიდევ ერთი ცუდი პრაქტიკის დამკვიდრების მანიშნებელი.
ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია კაცის ვინაობა, ასაკი და სიკვდილის მიზეზი.
“გეკას” უწყებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, შს მინისტრი, გელა გელაძე, ერთადერთი მინისტრია შსს–ს, რომელიც “კლიჩკით”, “გეკა” ავრცელებს განცხადებებს და აწერს ხელს მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
ფოტო, რომლის გადაღებისთვისაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას ეცადნენ:
“გეკა”–ს წერილი სუსს – პირველი შს მინისტრი, რომელიც “კლიჩკით” აწერს ხელს წერილებს
კომენტარები