• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზელენსკის გზა უკრაინელი ჩაპლინიდან თანამედროვე ჩერჩილამდე…” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
16:21 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:

 

“უკრაინა დასავლური ცივილიზაციის ახალ ისტორიას წერს. ვფიქრობ, დროულია დავიწყოთ ანალიზი იმ ტენდენციების და არა მარტო გამოწვევების, არამედ – შესაძლებლობების, რომელსაც მომავალ მსოფლიოში უკრაინელების მიერ გაღებული კარიბჭე აჩენს და რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ტვინები უკვე საუბრობენ. ამიტომ, დღეიდან შემოგთავაზებთ კომპაქტურ ანალიზებს ამ ტენდენციების და იმ გამოწვევების, რომელთა შესაძლებლობებად ქცევა შესაძლებელია.
• ზელენსკის გზა უკრაინელი ჩარლი ჩაპლინიდან თანამედროვე ჩერჩილამდე – ასე აღწერა უკრაინის პრეზიდენტის ტრანსფორმაცია და როლი ჩვენი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ ნეილ ფერგიუსონმა, რომელიც აღიარებს, რომ თანამედროვე დასავლური სამყაროს კრიზისი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის არასათანადო შეფასებით დაიწყო.
• უკრაინის ბრძოლამ რუსული მონსტრის წინააღმდეგ, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას განადგურებით ემუქრება, შეუძლია დაასრულოს ის შეურიგებელი წინააღმდეგობები, რომელიც დასავლეთს შიგნიდან ღრღნის და ფიტავს: ბრძოლა ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს შორის, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ნაციონალიზმი არა განსხვავებული ეთნოსის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მოყვასის, თანამოქალაქის, თანამოაზრის, თანამებრძოლის აღიარება და პატივისცემა, რაც სწორედ ლიბერალიზმის პოსტულატებია – ეს თანამედროვეობის კიდევ ერთი უდიდესი მოაზროვნე იუველ ნოა ჰარარია.
• სწორედ უკრაინამ აჩვენა, რომ “სამოქალაქო ნაციონალიზმი” არის ის, რაზეც თანამედროვე დასავლური სამყაროს მშვიდობიანი და წარმატებული განვითარება უნდა დაეფუძნოს: როცა ერთნაირი თავგანწირვით, ერთმანეთის გვერდით იბრძვის საკუთარი, უკრაინული სახელმწიფოსთვის ეთნიკურად უკრაინელი და ეთნიკურად რუსი უკრაინის მოქალაქე. ნიშანდობლივია, რომ პუტინის რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სწორედ იმ ქალაქებს, მაგალითად, ხარკოვს, სადაც უმეტესობა ეთნიკურად რუსი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს. სწორედ იმიტომ, რომ ზუსტად “სამოქალაქო ნაციონალიზმია” ის, რითიც თანამედროვე უკრაინა ჩამყაყებული ველიკოდერჟავული იდეით დამონებული რუსეთის იმპერიის ხალხებს ამარცხებს.
• უდავოა “სამოქალაქო ნაციონალიზმის” ეფექტურობა და აღმატებულობა ეთნიკურ ნაციონალიზმზე – ეს უკვე ენ ეპლბაუმია.
• მოკლედ, თანამედროვე დასავლური სამყარო უკრაინამ ძირეული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა, გააშიშვლა რა მისი სისუსტეები და შესთავაზა ახალი ღირებულებითი პარადიგმები. “ბებერ” ევროპას მორალურ საყრდენად “ახალგაზრდა” ევროპა მოევლინა უკრაინის სახით. და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს სწორედ უკრაინაშია დასავლური ცივილიზაციის ხსნა: დასავლეთი ამას ან გაიაზრებს ან დასავლური სამყაროს სწრაფი და ძალიან მტკივნეული დაისი/დაღმასვლა დაიწყება.
• ამას ადასტურებს რუსეთის მზერა ჩინეთისკენ და მისი იმედი, რომ ჩინეთი მას როგორც ეკონომიკური სანქციების დამანგრეველ ეფექტს შეუმსუბუქებს, ასევე სამხედრო დახმარებასაც აღმოუჩენს. რამდენად რეალურია რუსეთის იმედები, ეს ცალკე განხილვის თემაა, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური საინფორმაციო-ტექნოლოგიური გიგანტი “ჰუავეი” თანახმაა, რუსეთს ტექნოლოგიური დახმარება აღმოუჩინოს.
• მოკლედ, რუსეთ-ჩინეთის შესაძლო ალიანსი ან დამანგრეველი ძალის იქნება დასავლური სამყაროსთვის, თუ ჩინეთმა ამ გზით დასავლური დომინაციის დასრულების შესაძლებლობა იგრძნო და ჩათვალა, რომ სწორედ ახლაა “დრო და მომენტი” ან დასავლური სამყაროს სწრაფი და ეფექტური გამოფხიზლების და მისი ახალი რენესანსის დასაწყისი იქნება. აქ შუა არ არსებობს.
დღეისათვის სულ ეს იყო. ხვალამდე, უკეთესი მომავლის იმედით”
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომიხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved