• რეკლამა
  • კონტაქტი
06:29, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო” – დიმიტრი ხუნდაძე

ალია ავტორი - ალია
13:14 07-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,705

,,ხალხის ძალის” ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე:

,,მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი შემოტევის საბაბი გახდა. გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ – სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები.

სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში. მათაც კარგად იციან, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება. თუმცა, პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. მითუმეტეს, წინ უდევთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

ამ მანიპულაციური დაგეგმარების შედეგია გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც საქართველოს ელჩის შესახებ. ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ.
რა ჰქვია ამას?
ამას შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი სახელი მივუსადაგოთ – უმადურობა. თუმცა, სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს.

საქართველომ უკრაინის მიმართ ღირსეული მეგობრობის მაგალითი აჩვენა, რაც ჩვენს ხასიათში დევს ზოგადად. საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი.

ეს ომიც დამთავრდება ადრე თუ გვიან და ისტორია ყველას შესაბამის ადგილს მიუჩენს. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ სასტიკ ომს არ იმსახურებდნენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო: – “ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს”.
თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი.”

თეგები: დიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved