• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზელენსკი მართლა “ნარკომანი” უნდა იყოს, ამას დათანხმდეს” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
21:38 08-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,891

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

უკრაინა-რუსეთის “მოლაპარაკებებზე”.

რუსეთის მხრიდან დათმობები, რაც ამერიკელებთან შეხვედრებზე წამოაყენეს, გაგიკვირდებათ და საერთოდ არაა “დათმობები”.

რა “დათმობებზე” მიდის რუსეთი?:

მზადაა გაცვალოს ხარკოვის და სუმის ოლქში აღებული რამდენიმე სოფელი (440 კვ.კმ) დონეცკის ოლქის ნაწილში, რომელიც ჯერჯერობით ვერ დაიპყრო და კაცმა არ იცის რა ფასად და საერთოდ ოდესმე თუ დაიპყრობს (სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაცია, 6600 კვ. კმ.);

ანუ უკრაინამ უნდა გადასცეს ფართობით 15-ჯერ დიდი, ინდუსტრიული ტერიტორიები, რომლებიც 2014 წლიდან კაპიტალურადაა გამაგრებული და მიიღოს რამდენიმე სოფელი;

დავუშვათ, კისერი უტეხია ყველა მიწას და ტერიტორიას და დათანხმდა ამას უკრაინა, რა ხდება მერე?! მორჩება ომი?

მერე ხომ უნდა უკრაინას გარანტიები, რომ რუსეთი ცოტა შესვენების მერე უკვე უკრაინის დარჩენილი ტერიტორიის დაპყრობას არ დაიწყებს?! დასვენებული ჯარით და უკეთესი ტექნიკით? შეგახსენებთ, რომ ახლა ჯორებსაც კი იყენებენ რუსები ფრონტზე.

ჰო-და ეს გარანტიებია: პუტინის მიერ დედის დაფიცება. პრაქტიკულად ეგაა. Мамой клянусь.

რუსები თურმე ნუ იტყვი და საკუთარ კონსტიტუციაში და კანონებში ჩაწერენ, რომ აწი არ დავესხმებით უკრაინას და ევროპასო. გაუჭირდებათ მაგ კანონების შეცვლა, საწყლებს.

ისედაც, ასეთი კი არა, გაცილებით უკეთესი წერილობითი “გარანტია” ძალიან დიდი ხანია, რაც ქაღალდზე არსებობს და “ბუდაპეშტის მემორანდუმი” ჰქვია და უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტი თავად რუსეთი იყო. ამერიკასთან ერთად. უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის და სტრატეგიული შეიარაღების დათმობის სანაცვლოდ.

საბოლოოდ, რაც მივიღეთ და რა ფასიც ჰქონდა ასეთ გარანტიებს, კი ვხედავთ. 2014 წლიდან გრძელდება უკრაინის ოკუპაცია. მაშინ ზელენსკი ჯერ კიდევ კომიკოსი იყო და პოროშენკოც კი არ ყოფილა პრეზიდენტი.

ეგ კი არა “დაგუგვლის” გარეშე ბარე-ორმა თუ გაიხსენოთ, ვინ იყო უკრაინის ხელისუფლებაში, როდესაც პუტინმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და ლუგანსკის და დონეცკის ოკუპაცია დაიწყო.

არსენი იაცენიუკი (პრემიერ-მინისტრი) და ოლექსანდრ ტურჩინოვი (პრეზიდენტი).

ამაშიც ზელენსკია დამნაშავე?!

ჰო-და ახლა, დავუშვათ ხართ უკრაინის პრეზიდენტი. ომი უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება და გინდათ ომის დასრულება,
ოღონდ გეუბნებიან რომ ამისთვის უნდა დათმოთ ძალიან დიდი ტერიტორია, რომელსაც პრინციპში საკმაოდ კარგად იცავთ, სანაცვლოდ უნდა მიიღოთ ძალიან ცოტა ტერიტორია და ასევე უნდა მიიღოთ 0 გარანტია.

გარანტია არა “ხვიშტი”. “Мамой клянусь, Я больше не буду” ტიპის გარანტია კაცისგან, რომელსაც საჯაროდ უთქვამს, არანაირი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ ვაპირებ, რა სისულელეაო და ზოგადად შემჩნეულია უნამუსო ტყუილებში. ეს კაციც, პუტინიც და მისი ქვეყანაც – რუსეთიც.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ აფხაზეთში ყველაფერი დავკარგეთ და მოგვკლეს, გვაუპატიურეს და გამოგვყარეს ზუსტად რუსეთის მიერ მოცემული “გარანტიებით” და “საზავო შეთანხმებებით”. ელცინის, კოზირევის, პასტუხოვის რუსეთის გარანტიებით გამოგვჭრეს ყელი. სიტყვასიტყვითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც.

სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ მაშინ პუტინი ერთი წვრილმანი კორუფციონერი იყო ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერიაში.

ჰო-და ამ “პირობებზე” არავინ ნორმალური არ დათანხმდება.

ამას დავამატოთ, რომ “გარანტად” ჩინეთის ჩართვას სთავაზობენ უკრაინას, პლიუს რუსული ენის ოფიციალურ მეორე ენად აღიარებას და კიდევ სხვა “წვრილმანებს”.

ამ “დათმობებზე” დათანხმება ნიშნავს ახალ ომს სადღაც 2028-ში.

ომს უკრაინისთვის გაუარესებული პირობებით. თან ახლა, ამ მდგომარეობით რუსეთს ომს ვერ იგებს. ნუ, იმდენად ნელი ტემპით “იგებს”, რომ იმ ტერიტორიებს, რომლების დათმობასაც ახლა ითხოვენ, ალბათ სადღაც 2033 წლისთვის თუ აიღებს, რუსული ჯარის წინსვლის ახლანდელი ტემპებით. და დიდი სისხლის და ფულის ფასად.

ზელენსკი მართლა ნარკომანი უნდა იყოს, ამას დათანხმდეს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved