უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, პირველ სექტემბერს ირპენის იმ სკოლაში მივიდა, რომელიც მარტში დაიბომბა, თუმცა, ომში მყოფმა ქვეყანამ მისი აღდგენა 1 სექტემბრამდე მაინც მოახერხა.
“ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინის ომის შედეგად დაზიანებულმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაახლოს მუშაობა, ჩვენი შვილები კი უსაფრთხოდ იყვნენ და არაფერი უშლიდა ხელს ცოდნის მიღებაში,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარები