უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება, – ამის შესახებ NBC-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება თუ თეთრ სახლში. ბაიდენი ზელენსკის ბოლოს ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდა.
კომენტარები