• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი IRI-ს კვლევაზე: პარტიების გაყალბებული რეიტინგებიდან ნათლად ჩანს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ამერიკელები არჩევნების დელეგიტიმაციის ისეთივე აქტიურ კამპანიას ააგორებენ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს

ალია ავტორი - ალია
11:10 04-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

როგორც ცნობილია, სოციოლოგიური კვლევები არა იმდენად საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, რამდენადაც მისი ფორმირების ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გაყალბებული კვლევის შედეგები სწორედ ამ პრიზმაში უნდა გაანალიზდეს. ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა,

მისივე თქმით, მორიგი გაყალბებული კვლევა გვაძლევს იმის დადგენის საშუალებას, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ამერიკელებს საქართველოს მიმართ მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

„ამ თვალსაზრისით, რამდენიმე დასკვნაა ყველაზე საინტერესო:

– პარტიების გაყალბებული რეიტინგებიდან ნათლად ჩანს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ამერიკელები არჩევნების დელეგიტიმაციის ისეთივე აქტიურ კამპანიას ააგორებენ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელს ამერიკელები კოლექტიური ნაცმოძრაობის მორიგ მარცხთან შეგუებას არ აპირებენ და ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებას კიდევ ერთხელ ეცდებიან;

– პოლიტიკოსების გაყალბებული რეიტინგებიდან ჩანს, რომ ამერიკელები ნაცმოძრაობის გამაგრებას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალით შეეცდებიან. ხოშტარიას, გახარიას, ვაშაძის და სხვა ურეიტინგო პოლიტიკოსების რეიტინგების გაყალბება სწორედ ამას ემსახურება;

– ამერიკელებმა ეკლესიის რეიტინგიც გააყალბეს და მეორე ადგილზე გაიყვანეს. აქედან ჩანს, რომ ანტიეკლესიური კამპანია, რომელსაც ამერიკელები ძირითადად ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიების მეშვეობით აწარმოებენ, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება;

– რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებული შედეგების გაყალბება იმის მაუწყებელია, რომ წინა სამივე ქსენოფობიური კამპანიის ავტორები სწორედ ამერიკელები იყვნენ და ამგვარ ქსენოფობიურ კამპანიებს ისინი სამომავლოდაც დაგეგმავენ;

– სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ გაყალბებული მონაცემები იმის მაუწყებელია, რომ „ფრიმიშას“ კამპანიას ამერიკელები მალე განაახლებენ და ამ გზით ქვეყანაში ვითარების არევას კიდევ ერთხელ ეცდებიან;

– ბოლოს, აგენტების კანონთან დაკავშირებული მონაცემების გაყალბება ერთ რამეს მოწმობს – ამერიკელებს ძალზე აღიზიანებთ ხელისუფლების მესიჯი იმის შესახებ, რომ ამ კანონმა თავის მიზანს უკვე მიაღწია. არადა, ფაქტია, რომ კანონპროექტმა უცხოელ აგენტებს თავისი სახელი დაარქვა და ამერიკელების მიერ 2024 წლისთვის მომზადებულ რევოლუციურ სცენარს წინასწარ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა.

მადლობას ვუხდი ამერიკელებს იმისათვის, რომ სოციოლოგიური კვლევის გაყალბებით მათ საკუთარი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაგვიზიარეს. საზოგადოებას ვურჩევ, ყველაფერს ამ თვალით შეხედონ და კვლევის მორიგ გაყალბებაზე ნურც ისინი გაბრაზდებიან“, – აცხადებს შათირიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved