• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაზა დავითაია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს – შიშით უნდა ძრწოდეს, მთელი საქართველო აქ მოვალთ – ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი

ალია ავტორი - ალია
15:43 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჩვენი აქ მოსვლა, ასე სპონტანურად დაანონსებული აქციით, როცა ძალიან მწირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, მიუხედავად ამისა, ერთი განცხადების შემდეგ აქ რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, ეს არაა ძალიან ბევრი, თუმცა ერთი დაძახების კვალობაზე არც ძალიან ცოტაა, – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ აქციაზე ადამიანები მოიყვანა არა რომელიმე სახელმა და გვარმა, არამედ იმ ცრემლმა და სისხლმა, რომელიც ამ მტარვალმა, მიხეილ სააკაშვილმა დაღვარა.

„სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს – უნდა შიშით ძრწოდეს. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი, მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით. შენგან დათრგუნული ადამიანები მოვიდნენ. მათი რისხვა, როგორც მთიდან ზვავი, ისე გორდება და წალეკავს სრულიად ფაშიზმს. ჩვენ, აქ მოსული საზოგადოება, არა მხოლოდ იმისთვის ვართ აქ, რომ წარსული გავიხსენოთ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ფაშიზმი და დიქტატურა არასოდეს აღარ განმეორდეს. სააკაშვილო, 12 ადამიანი დაგვიჭირე შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით. მე ძალიან მრცხვენია, რომ ეს შეთქმულება და შეიარაღებული გადატრიალება ბუნებაში არ ყოფილა. ნეტავ ყოფილიყო, ნეტავ დაგვემხე, ნეტავ საქართველოსთვის სისხლის და ცრემლის ტბები აგვეცილებინა, მაგრამ ციხეში გამოგვამწყვდიე 12 ადამიანი, მათ შორის 3 შვილის დედა მაია თოფურია, რომელსაც წაართვი შვილების მოალერსების სიამოვნება. სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც შენს მერე შეიქმნა – როცა არავინ გეხება, როცა საკანში არავინ გივარდება, როცა შენი შვილების სურათებს არ ხევენ და მის შეჭმას არ გაიძულებენ, როცა გაუპატიურებას არ გიპირებენ. როცა შიმშილობას აცხადებ და განაცხადი თაფლის ქილებზე გაქვს გაკეთებული. როცა პატიმრობის მეორე დღესვე ციხის მაღაზიიდან ძვირადღირებულ ტელევიზორს ყიდულობ – მე, ჟურნალისტს, საკანში კალამი და ფურცელი რომ მქონოდა, ციხის დირექტორის სახელზე განცხადება დამაწერინეს. როდესაც აქ ცოლები გაკითხავენ, საყვარელი მეუღლისთვის ვერ გიერთგულია, შენი სახელმწიფოს პასპორტისთვის ვერ გიერთგულია, რომელ ღირსებაზე და ერთგულებაზე ლაპარაკობ?“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved