• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაურ გურციევი, რომელიც მარიუპოლის დაბომბვებს ხელმძღვანელობდა, ააფეთქეს

ალია ავტორი - ალია
16:41 05-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

სტავროპოლში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქების შედეგად სტავროპოლის მერის  მოადგილე ზაურ  გურციევი  მოკლეს. 

ზაურ გურციევი  უკრაინაში ომის ყოფილი მონაწილე და 2022 წელს მარიუპოლის საჰაერო დაბომბვის ხელმძღვანელი იყო და ამ “დამსახურებისთვის” ის პუტინის რეჟიმმა თანამდებობით დააჯილდოვა.

აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთის მიხედვით, კაცი, რომელიც ზაურ გურციევს კორპუსის ეზოში მიუახლოვდა, სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურა, მეორე ვერსიით კი მან ხელყუმბარა ააფეთქა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის მკვლელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე. რუსული მედიის ინფორმაციით, განიხილება ტერორისტული თავდასხმის ვერსია და მასში უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობა.

რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელმაც თავი აიფეთქა 29 წლის ნიკიტა პენკოვი იყო. არსებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედროა და ბოლო პერიოდში სტავროპოლში პოლიციის განყოფილებაში, ბრალდებულთა ეტაპირების დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გურციევის აფეთქებას გამოეხმაურა, მარიუპოლის მცველი “აზოვის” ბატალიონის მეთაური, უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო.

“ყველაფრისთვის მიეზღო კიდევ ერთ ურჩხულს, რომლის ხელებზეც ათასობით უკრაინელის – მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროს სისხლია.

სწორედ  გურციევია  პასუხისმგებელი მარიუპოლის ჰაერიდან განადგურებაზე. 24-საათიანმა დაბომბვამ და სარაკეტო თავდასხმებმა ქალაქი საერთო საძმო სასაფლაოდ აქცია, ნანგრევებად, რომელშიც ოდესღაც ლამაზი, მშვიდობიანი უკრაინული ქალაქი ძლივს ამოსაცნობი იყო.

რუს სამხედროებს, რომლებიც ყოველ ღამე უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ, თუ რა ელით მათ მომავალში.

უკრაინელების მკვლელობისთვის ამ ნაძირალამ სტავროპოლში სამთავრობო თანამდებობა მიიღო, მაგრამ ამანაც კი ვერ გადაარჩინა მისი უბედური ცხოვრება.

როგორც არ უნდა დაეცვა ის  ჯილდოებს, რეჟიმის მხარდაჭერას და საკუთარი დაუსჯელობის რწმენას. გარდაუვალმა შურისძიებამ ამ ნაძირალას, ღრმა ზურგშიც მიაგნო.

მათ, ვინც გასცემს და ასრულებს ჩვენი ტყვეების მოკვლისა და დასახიჩრების, ჩვენი ქალაქების განადგურებისა და ჩვენი შვილების გატაცების ბრძანებებს, აქვთ სახელები და გვარები. ისინი საჭიროა დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის, მათი პოვნისთვის და დასასჯელად. ამის შემდეგ ეს სახელები წაიშლება, მხოლოდ ციფრები დარჩება – ვადა, რომელიც მათ  მიესჯებათ, ან თარიღი, როდესაც ისინი ლიკვიდირებული იქნებიან,” – წერს დენის პროკოპენკო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved