• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზალკალიანმა უკრაინის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარა სააკაშვილის “უმსგავსო ქცევასთან დაკავშირებით”

ალია ავტორი - ალია
14:36 07-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის ელჩი, კიდევ ერთხელ დაიბარეს სააკაშვილის “უმსგავსო ქცევასთან დაკავშირებით”…

და წინა ჯერზეც რომ დაიბარეთ ხან უკრაინის ელჩი და საქართველოს ელჩი უკრაინაში, რაო, რა შედეგები დაიდო?

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით:

„აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა“

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური:

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved