• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Wolt vs Glovo – რომელს მეტი შემოსავალი აქვს და რომელმა გადაუხადა მეტი კურიერებს?

ალია ავტორი - ალია
15:58 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

ფოტოკოლაჟი – bm.ge

საკვების მიტანის გლობალური კომპანიების ქართულმა შვილობილებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, bm.ge წერს:

ანგარიშგებების თანახმად, გასულ წელს “ვოლტს” 34.5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო “გლოვოს” 33.9 მილიონის შემოსავალი.

ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს “ვოლტის” სისტემით მხოლოდ 34.5 მილიონის პროდუქტები შეუკვეთეს, არამედ 34.5 მილიონი იყო ის მომსახურების საფასური, რომელიც კომპანიამ ამ შეკვეთებიდან აიღო.

კონკურენტების შემოსავლების ზრდა ასეთი იყო:

“ვოლტი” – 34.46 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 19 მილიონი ლარი;
“გლოვო” – 33.93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13.3 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, “ვოლტ ჯორჯია” 2021 წელს 2.3 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, ხოლო “გლოვო” მოგების ნაცვლად, 13.66 მილიონი ლარის ზარალზე იყო. ზარალის უმთავრესი მიზეზი კომპანიის მიერ მისი სათავო ოფისისთვის 15.56 მილიონი ლარის ოდენობით გადახდილი მომსახურების საფასური იყო.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, “ვოლტმა” გასულ წელს კურიერებზე 25.4 მილიონი ლარი გასცა, ხოლო “გლოვომ” 13.6 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ვოლტის” აქტივები 12.6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო “გლოვოს” აქტივები 15 მილიონი ლარისგან შედგება.

თეგები: გლოვოვოლტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved