ქუთაისში სარესტორნო ქსელ Wendy’s-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „იმედინიუსი“ ავრცელებს, დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, თანამშრომელი გუშინ გაიტესტა და პასუხი დადებითია.
ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომები გატესტეს და თვითიზოლაციაში არიან. არსებული ინფორმაციით, Wendy’s-ში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.
კომენტარები