ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მეგობრებსა და კოლეგებს მიმართავს.
როგორც ის აღნიშნავს, რამდენიმე მეგობარმა ჰკითხა, რატომ დგას მედიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშქარავას გარდაცვალება შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებას გამოეწვია.
იგი 6 ივლისს ლექსო ლაშქარავას საავადმყოფოდან „ტვ პირველთან“ მისვლას იხსენებს და ამბობს, რომ მას ჟურნალისტებზე ძალადობის საქმის საერთაშორისო სასამართლოში წაღებას დაჰპირდა.
წყარო: pia.ge
კომენტარები