ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას”ლიდერი დავით ქაცარავა შსს-ში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან “მთავართან” თქვა:
“დამირეკა, შსს-ს გამომძიებლად გამეცნო და მითხრა, რომ კომენდანტის საათის დროს აქციაში მონაწილეობის გამო დაწყებულია სამართალწარმოება და მკითხა, შემეძლო თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისვლა, სადაც უნდა გამოვეკითხეთ და დავეჯარიმებინეთ. მე ვუპასუხე, რომ უკვე დაგეგმილი მქონდა დღე და მისვლას ვერ შევძლებდი. პასუხი იყო, რომ შესაბამის შეტყობინებას წერილობით გამომიგზავნიდნენ”
დავით ქაცარავას განცხადებით, ასევე დააჯარიმეს ანტიოკუპაციური მოძრაობის ერთერთი აქტიური წევრი მიხეილ ბალიაშვილი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, “დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. მათ მარშით გაიარეს თბილისის ცენტრი და კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევის შემდეგ, ღამე “დედაენის ბაღში” გაათიეს. პოლიციამ მათი დაჯარიმება დაიწყო.
კომენტარები