• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვწუხვარ, რომ მიწევს ჩემს საქმეზე კიდევ თქვენი შეწუხება, მაგრამ ეს საკითხი მე მცდება” – რას წერს ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
16:43 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,334

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც ციხეში, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დაიჭირეს, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:

ვწუხვარ, რომ მიწევს ჩემს საქმეზე კიდევ თქვენი შეწუხება, მაგრამ ეს საკითხი მე მცდება, ბინძური და მანკიერი პრაქტიკის მხილებაა.
ჩემი პრინციპული, მორალური და პოლიტიკური პოზიციაა:
1. ნულოვანი თანამშრომლობა რეჟიმთან, რომლის ნაწილია ე.წ სამართალდამცავები და ე.წ სასამართლო. წლებია არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია და ეს არის არა სიჯიუტე, არამედ რუსების არაღიარება.
2. არც მე და არც მეგის სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაგვიდენია (მზად ვარ კალაძეს დავუმზადო ახალი ბანერი, ოღონდ ზედ რუსული ოცნება ეწერება, რაც სიმართლეა) შესაბამისად, მე არ ვაღიარებ ამ საქმეს და არც ერთ სასამართლო სხდომას, არ მჭირდება ადვოკატის მომსახურება ამ ე.წ სხდომებზე.
სახაზინო ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ:
1. მოიტყუა სასამართლოზე, რომ მე მას არ შევხვდი. მე მას შევხვდი და უკიდურესად მკაფიოდ დავუზუსტე, რომ წინააღმდეგი ვარ მისი დაცვის და მას არ აქვს უფლება
2. საერთოდ შოკირებული ვარ, რომ ჩემი უარის შემდეგ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, აიღო და ეს ე.წ საქმე შეიტანა ე.წ სააპელაციო სასამართლოში.
ვინმემ ეგებ ამიხსნას, რა ადამიანური, პროფესიული, თუ ნებისმიერი ეთიკაა პატიმრობაში მყოფი ადამიანის ნების წინააღმდეგ, ამასთანავე, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ადამიანის პოლიტიკური პოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდეს ადვოკატი, გინდაც სახაზინო იყოს ის და გინდაც სამეფო.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ, საჯაროდ ვაცხადებ: ამ გასაჩივრებას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ჩემი ნების საწინააღმდეგოა.
ბოდიშს ვუხდი ბატონ ირაკლის წინა პოსტში პირად შეურაცხყოფად თუ მიიღო სიტყვა „შარლატანი“. პირადი შეურაცხყოფა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა.
ცნობისთვის, ხოშტარია, რამდენიმე დღის წინ წერდა:
ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ, ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.
პს. ეს ვინმე ბენია იგივეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.
ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved