გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
„შუალედური ანგარიში ასეთია
1. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სრული ასპროცენტიანი რუსული მარიონეტის მერის ქალაქში, სამხედრო ჰოსპიტალში, ანუ იმ უწყებაში, რომელსაც აკონტროლებს რუსის ფსბ.
2. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა შეეწყვიტა შიმშილობა არა რაიმეს მოთხოვნის შესრულების გამო, არამედ ისე, სიკვდილის, თვითმკვლელობის სრული უაზრობის გამო.
უკეთეს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა ევროგაერთიანების, სტრასბურგის სასამართლოს და ევროპარლამენტარების თხოვნით.
3. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახერხა რომ ჰყოლოდა კანონიერი, ანუ ოპოზიციიანი პარლამენტი ოპოზიციის, მთავარ ოპოზიციად წოდებული პარტიის ლიდერის გარეშე, ბევრი ოპოზიციონრადწოდებული ლიდერის გარეშე, რომელიც ხალხმა პარლამენტარებად აირჩია.
ანუ, დემოკრატიის და მრავალპარტიულობის ელფერი სრულიად შენარჩუნებულია.
ოპოზიციის პარლამეტარული აქტივობის მუხტი ნულია.
ოპოზიციის ქუჩის ანუ არასაპარლამენტი აქტივობის მუხტი აქამდეც ნულზე დაბალი იყო და ასე დარჩება კიდევ მინიმუმ 3 წელი.
4. საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, ყოველგვარი პროტესტის, ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოახერხა არამარტო პროოკუპაციური, არამედ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პარტიის ჩამოყალიბება.
5. საქართველოს მედიასივრცე უკვე ჩამოყალიბდა გაწბილებული და დაკაბალებული ადამიანების აღელვების მუხტის გამანეიტრალებელ სივრცედ, სადაც მიდის გართობითი ხასიათის ერთიმეორის გინება, ვითომდა მხელა, ვითომდა განსხვავებული აზრებისა და იდეების ჭიდილი
არადა, ქვეყნის უმთავრეს პრობლემებზე სრული დუმილია ამ მედიასივრცეში.
დუმილია იმაზე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გადაიქცა ადამიანებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამარტო გაყვლეფის, არამედ ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფის მანქანად.
დუმილია იმაზე, რომ საქართველოს საბანკო სისტემა დიდი ხანიაა უკანონობის, საშინელი ხარკიანობისა და მონათმფლობელობის სიტემა.
დუმილია იმაზე, რომ განათლების, განსაკუთრებით კი ეგრეთწოდებული ,,უმაღლესი განათლების,, სისტემა სრულიად ჩამოყალიბდა ამ ბოლო 9 წელიწადში ფეიკ განათლების, ფულის გამოძალვის და გაღარიბების სიტემად.
დუმილია იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკაში დასაქმებული ადამიანების, პოლიტიკოსად წოდებულნის ოჯახები გადაიქცნენ და ჩამოყალიბდნენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორებად, ადამიანების ისეთივე გამყვლეფებად, როგორიც ეს ბიძინაა, ანუ ჩამოყალიბდნენ ბიძინისტანად.
დუმილია იმაზე, რომ ნადგურდება საქართველოს რეგიონი როგორც ასეთი ზოგადად,
ნადგურდება პოლიტიკურად სრულიად მახინჯი პარტკომული საარჩევნო სისტემით,
ნადგურდება ფიზიკურად რეგიონის დაცლით,
და ნადგურდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ბუნების განადგურებით.
დაცლილ მიწაწყალს ეუფლება ის, ვინც თხრის და ატრიალებს მიწას, იღებს იქედან წიაღისეულს და ტოვებს უკაცრიელ გარემოს.
აი ამ ყველაფერზე კრინტის არდაძვრა და სრული დუმილი ვითომოპოზიციურ მედიასივრცეში და პარტკომულ ლანდშაფტში სრულყოფილად მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა.
თუკი არ მოხერხდა იმ ადამიანებისაგან სრული და ფასეულებრივი დისტანცირება, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ამ საქმეში უდიდესი დახმარება გაუწიეს,
არაფრით არ მოხერხდება რაიმე ცვლილება არც 2024 წელს და არც მერე.
თუკი არ ვიქენით ჩვენი ფასეულობების ერთგული და არ ვამხილეთ ისინი, ვინც ოჯახის ბიზნესზე, ქმრის და ცოლის, დედის თუ მამის საოჯახო ბიზნესზე მიყიდა აბსოლუტურად ყველაფერი ბიძინას და რუს ოკუპანტს, მანამ არ გვექნება არავითარი სახელმწიფო და არავითარი მომავალი.
ძალიან ვწუხვარ, რომ მიშა სააკაშვილის ქმედებამ, საკუთარი ტყავი შემოეგდო ბრძოლაში, ვერ გამოიღო სასურველი შედეგი.
თუმცა, უნდა ვიცოდეთ რომ
ბრძოლა არ არსებობდა და სწორედაც ამიტომ ვერ გამოიღო შედეგი.
ბრძოლა საქართველოში არასოდეს ყოფილა.
არასოდეს დაპირისპირებიან სერიოზულად ბიძინა ივანიშვილს არც პოლიტიკოსები, რომელთა ოჯახებიც საგრძნობლად გამდიდრდნენ ბიძინას ეპოქაში,
არც მედიის მქაფველი წარმომადგენლები, რომელთაც ასევე არაფერი მატერიალური მიჰკლებიათ ბიძინას ეპოქაში და რაიმეს დაკარგვის ნაცვლად პირიქით, მეტი მიიღეს.
ვითომდა წაართვეს ერთი სივრცე და რეალურად კი მიიღეს მინიმუმ სამი.
ასე რომ,
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სიტემის ვერბალური გინება იყო, მაგრამ, მისი ძირეული მხელა არასოდეს ყოფილა, მისი სისტემის გააშკარავება და ამ სისტემაზე ფარდის ახდა არასოდეს ყოფილა,
რადგან, ის ადამიანები, ვისაც უნდა ემხილათ, თავად გახდნენ ამ სისტემის ნაწილი, იმ მოგების მოწილენი, რომელსაც ბიძინისტანი საქართველოდან იღებს.
ბიძინას წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში არასოდეს ყოფილა.
ამიტომაც, როცა არაა ბრძოლა, საკუთარ ტყავის შეგდებას აზრი ეკარგება.
მიხეილ სააკაშვილმა სამწუხაროდ საკუთარი ტყავი და ჯანმრთელობა მიუტანა სამსხვერპლოზე აი ამ სისტემას, რომელსაც ჰქვია ბიძინისტანი.
იცოდა თუარა ეს მიშა სააკაშვილმა, ეს სხვა თემაა და ეს უკვე არავითარ როლს არ თამაშობს.
ფაქტია, რომ მოიგო ბიძინისტანმა.
ბიძინისტანი კი წარმოადგენს დიდ კონგლომერატს, რომელიც მოიცავს სრულიად საქართველოს ცნობად და აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრს.
საქართველო დღეს არის ბიძინისტანი.
ეს რეალობაა.
თუ არ დავინახავთ ამ ფაქტს მოსახლეობის და მოქალაქეთა 99%,
ის 99%, რომელიც იმართება იმ 1% ელიტერულად წოდებული და ერთმანეთთან კარგად შეწყობილ შეთანხმებული პარტკომების, მედიასივრცის თუ ზოგადად ცნობადი სახეების მიერ,
მაშინ საქართველოს არც ადამიანებს და არც ეკოლოგიას არასოდეს ექნებათ წარმატებული და მდგრადი მომავალი.
ყველაფერი უნდა დაიწყოს იმით, რომ დავინახოთ რეალობა.
ახალი აზროვნება და ახლი წესებით ცხოვრება, ქმედება და გადაწყვეტილებათა მიღება უნდა დაიწყოს.
ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ, ნებისმიერი ხმის მიცემის წინ, უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს, თუ ვის ,,პურს,, ჭამს ის, ვისაც ვაძლევ ხმას.
საიდან და ვისით ფინანსდება ის, ვისაც სურს ჩემი ხმა.
უნდა შეწყდეს და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ვიღაცის ხათრით ვიღაცის არჩევა და პარლამენტარად წამოჭიმვა.
უნდა შეწყდეს კითხვის დასმის გარეშე და კრიტიკული თვალით დანახვის გარეშე იმ მედიასივრცისათვის ნდობა, რომელსაც არც ეკოლოგიაზე, არც სოციალურ ჩაგვრაზე და პირამოკერილებზე, არც ჯანდაცვაზე და არც განათლებაზე, არც საბანკო სისტემაზე და არც საკუთარი ტელეკომპანიის დაფინანსების საკითხზე ერთი კითხვაც კი არ გასჩენია.
უნდა დავსვათ ლოგიკური კითხვები, თუ როგორ ,,მოხერხდა,, რომ დიქტატორის მაგინებლებმა და სისხლის სამართალში მიცემულმა ადამიანებმა გახსნეს ტელევიზიები,, საქმიანობენ იურისტებად, აქვთ მომგებიანი ბიზნესი და მდიდრდებიან.
ამ კითხვების გარეშე საქართველოს მოსახლეობის 99% ხელს მოაწერს საკუთარ მონობას.“
კომენტარები