• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვცდებოდით, როდესაც რესპირატორული ვირუსი გვეგონა…” – ამერიკელი მეცნიერები კოვიდ19-ზე

ალია ავტორი - ალია
03:18 06-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ამერიკელი მეცნიერები ჯანმრთელობის პრობლემების იმ ფართო სპექტრზე ალაპარაკდნენ, რომელიც კორონავირუსისაგან უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ექმნებათ. სპეციალისტების აზრით, კორონავირუსს მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რესპირატორულ პრობლემებს.

როგორც „როიტერსი” წერს, კოვიდ-19 ადამიანის შინაგან ორგანოთა უმრავლეოსბაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინფექცია კატასტროფულ დაზიანებებსაც იწვევს. ამერიკელი კარდიოლოგის, სკრიპსის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ერიკ ტოპოლის თქმით, ექიმთა პირველადი ვარაუდი კორონავირუსზე, რომ ეს მხოლოდ რესპირატორული ვირუსი იყო, შეცდომაა, რადგანაც ინფექცია გავლენას ახდენს გულზე, თავის ტვინზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, კუჭქვეშა ჯირკვალსა და სხვა ორგანოებზე.

გარდა ამისა, ინფიცირებულებზე დაკვირვების შედეგად სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19 გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზეც, რამაც შესაძლოა განკურნების შემდეგ ინსულტი ან ძლიერი ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.

ამასთან, კოვიდ-19-მა შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გემოსა და სუნის დაკარგვა და ცნობიერების დაბინდვაც კი.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი აქვს, „რეზონანსთან” ამბობს, რომ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, თუმცა გაწერილ პაციენტებს რჩევას აძლევს, რომ პროფილაქტიკის მიზნით ზოგადი პროფილის ექიმენთან გამოკვლევები ჩაიტარონ.

„კორონავირუსი თავისი მიმდინარეობის დროს ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს და ვირუსის გაქრობის შემთხვევაშიც ეს დაზიანება შესაძლოა კვლავ დარჩეს, ან პროგრესირება განიცადოს.

ამიტომ აუცილებელია, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ პაციენტებმა რაღაც პერიოდის – ექვსი თვის, ან ერთი წლის განმავლობაში, ზოგადი პროფილის ექიმებთან გამოკვლევები იტარონ, რათა შესაძლო დაზიანებები აირიდონ და დროული დიაგნოსტირება მოხდეს იმიტომ, რომ კორონავირუსი აზიანებს როგორც სასუნთქ სისტებას, ფილტვებს, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემას. განსაკუთრებით აზიანებს სისხლძარღვებს, რომელიც დარღვევებს იწვევს და კორონავირუსის მორჩენის შემთხვევაშიც შესაძლოა, რომ ეს პრობლემები დარჩეს.

„მე პირადად ასეთი შემთხვევა არ მქონია, თუმცა სხვადასხვა ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ მსგავსი შემთხვევები არის. ამიტომ ჩვენს პაციენტებს ამ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ გაწერის შემდგომ, ჩვენთან და სხვა პროფილის ექიმებთან კონტაქტი იქონიონ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved