“ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო თავად დააშავა, ეს მის შვილზე არ უნდა აისახოს.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველი მოსახლეობის მიერ არჩეული წევრები და კანონის მიღებისთვის თუ დაგვასანქცირებენ, ეს რაღაც სიგიჟეში გადადის უკვე. მათ რატომ ჰგონიათ, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები მათ უკეთ იციან, როგორაა. ესაა დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? ვთქვათ, მე დავაშავე, რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ დაასანქცირონ? ეს არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს. რა ისინი, ბორელი ჩვენი მბრძანებელია თუ ვინ არის?”, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ “ქართულ ოცნებას” სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო’ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. “ქართულ ოცნებას” ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
კომენტარები