• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვყოფილვარ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შემოვიდა და არასოდეს, არსად მსგავსი ეფექტი არავის შემოსვლას არ ჰქონია” – გიორგი ტაბატაძე

ალია ავტორი - ალია
20:01 03-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,080

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე პატრიარქზე იხსენებს:

,,ერთხელ მყავს ილია II ნანახი ახლოდან. საიაში პატიმრების უფლებებზე ვმუშაობდი და ერთ დღესაც მოსაწვევი მოვიდა პატიმრების მიერ დადგმულ სპექტაკლზე ‘12 განრისხებული მამაკაცი’.
მე წავედი სპექტაკლზე. მარტო ვიყავი და რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არავის ვიცნობდი. უმეტესად ხელისუფლებიდან იყო ხალხი. მაგალითად, ჩემს გვერდით გია ვოლსკი იჯდა.
ვზივარ ჩემს ადგილას რუსთაველის თეატრში და ველოდები სპექტაკლის დაწყებას. თან ტელეფონში ვიყურები.
სპექტაკლის დაწყებამდე ხალხი საუბრობს ერთმანეთთან, ზოგი ზის, ზოგი დგას და საკმაოდ დიდი ხმაურია.

უცებ, ორ წამში, ეს ხმაური გაჩერდა. კი არ გაჩერდა, თითქოს გაიყინა ყველაფერი. მივიხედ მოვიხედე და ყველა ფეხზე იდგა გაშეშებული, თან სამარისებური სიჩუმე იყო. ავდექი მეც ფეხზე და დავინახე, რომ გვერდით კარიდან შემოვიდა პატრიარქი. საერთოდ არ ვიცოდი პატრიარქიც თუ ესწრებოდა სპექტაკლს. ჩემგან ოთხი ან ხუთი რიგით წინ იყო მისი ადგილი. სანამ თავის ადგილას დაჯდებოდა ასეთი სიჩუმე იყო (და ეს დიდხანს გაგრძელდა).

დაახლოებით ათი წელი გავიდა მაგ დღიდან. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. ვყოფილვარ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შემოვიდა და არასოდეს, არსად მსგავსი ეფექტი არავის შემოსვლას არ ჰქონია.

მაგ დღის მერე ბევრჯერ მიფიქრია, რანაირად შეიძლება ერთმა ადამიანმა მოახერხოს მსგავსი სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება საზოგადოებისგან?

ნათელში იყოს პატრიარქი. გწამს თუ არ გწამს, აკრიტიკებ თუ უპირობოდ გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება საუკუნე გავიდეს და ვერავინ შევიდეს თეატრში, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფეხზე წამოხტებიან გაშეშდებიან და ისეთ ატმოსფეროს შექმნიან, რომ დღემდე ჩემი თავიდან არ ამოდის.”

თეგები: გიორგი ტაბატაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved