უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს ნიუ-იორკს ეწვევა. ამის შესახებ Report-ის ადგილობრივი ბიურო მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში უკრინის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველი წლისთავის წინა დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს ისაუბროს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე. წყაროების ცნობით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს უკრაინელი ლიდერის ამ ინიციატივას და მოიწვიეს იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის.
კომენტარები