• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვნახე ჩახუნაშვილების კვლევა – ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ქიმიურ ნივთიერებებს” – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
18:31 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,079

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, თქვა:

 

„სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა…. რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა… ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე.

9 აპრილის გამოცდილებიდან მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიოდნენ მოწამლული ადამიანები, იქ მაცხოვრებლები, ასევე სამძიმარზე მიდიოდნენ დაღუპულ ადამიანებთან, იქ კი ყვავილებთან კონტაქტის შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს ინარჩუნებდა მდგრადობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე-თვე-ნახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს].

ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.

სპეციალისტები უნდა ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. 9 აპრილის შემდეგ, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო მოსახლეობასთან, ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, თუ რას იწვევდა გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, დაზიანებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამა შეიქმნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved