პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“რა ბიჭები მიდიან! როგორები და რამდენი! აგერ ერთი ოჯახიდან ორი ძმა დაიღუპა. ვნადგურდები, ვნაკუწდები და სირცხვილით აღარ ვიცი სად წავიდე ასეთ ამბავს რომ ვიგებ. უკრაინელების მრცხვენია, საკუთარ ძმას და რძალს ვერ ველაპარაკები წესიერად და მაწყნარებენ იქით. იქ ჩემი გულისთვის წასული ჩვენი ბიჭების და გოგოების მრცხვენია. ამის მეტი არ ვიცი რა ვთქვა და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. უკრაინის გამარჯვებას ველოდები თავდაწეული.
დიდება უკრაინას
გმირებს დიდება
ჩვენ ბიჭებს და გოგოებს დიდება.”
კომენტარები