ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსი მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის “სპეცოპერაციაში” უკრაინაში, მაგრამ არ აგზავნის საკუთარ ჯარს:
“…რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს. უკრაინა მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები ზღვარზე. უკრაინამ ბელარუსის საზღვრამდე 15 000-მდე სამხედრო მოაბილიზა.”
კომენტარები