ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.
„არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა“, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.
პუტინი აცხადებს, რომ „მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 სექტემბერს ჩატარდა. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი იკავებს.











კომენტარები