• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიცი, რომ მთელს აქტივს გეზიზღებათ მელაძე, მეც არ მიყვარს… ეს იყო “ფეიკ-ანონსი” – რას წერს გოგაშვილი ინტერვიუს შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
23:19 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, “ტვ პირველზე” მისი ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელში, წერს:

“კოლექტიური “მამალაძე-ცაავების”შესახებ.

ინტერვიუმდე გასულმა ანონსმა და ინტერვიუმაც გააკეთა ძალიან დიდი კვლევა და ლუსტრაციაც ჩემთვის. მან ფაქტიურად გამოამჟღავნა მკვლელი კოლექტიური “მამალაძე- ცაავები”. რატომ? ავხსნი: ანონსი არ ასახავდა ინტერვიუს რეალურ და ძირითად თემატიკას, ანუ ის იყო ე.წ.”ფეიკ- ანონსი”, თუმცა დაუშვათ და ის მართალი ყოფილიყო, ანუ ინტერვიუ ყოფილიყო იმაზე რაზეც ანონსში იყო კითხვები. მე მელაპარაკა კონკრეტიკაზე, მოლოდინი გამართლებულიყო, რაც ანონსში იყო, რა გამოდის? გამოვდივარ და ვამხელ პატრიარქის მტრებს, შეთქმულებას და დუჟმორეული “მამალაძე- ცაავები” თავს ესხმიან ჟურნალისტს და მეც, სიმართლის მთქმელს? ვისზეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე თქვენ მას პატრიარქზე და ეკლესიაზე წინ აყენებთ? ესეიგი ხართ “მამალაძე- ცაავები”. ნაწილი ამას ფულის გამო აკეთებთ და ეს რომ მე ვიცი ზუსტად, ისიც უნდა იცოდეთ. ნაწილი ამას იმიტომ, რომ ფულს ელოდებით დღემდე, ხოლო ყველაზე მძიმე შემთხვევაა ის ნაწილი, ვინც ამას ყოველგვარი ფულის და საჩუქრის მოლოდინის გარეშე აკეთებთ. აი ეს უკვე მართლა ფსკერის ფსკერია.

იტყვის ზოგი: იქნებ არ ლაპარაკობ სიმართლეს და იქნებ იტყუები, რატომ დაგიჯეროთო… მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მე არასდროს არ მოვატყუებ ჩემს პატრიარქს, რომელიც მიყვარს და მის ერთგულ საზოგადოებას, ჩემს ქვეყანას, ამას საქმით დავამტკიცებ და დამიმტკიცებია ბევრჯერ.

რაც შეეხება ანონსს. თავიდან მეც გავბრაზდი ამაზე და მინდოდა დამეწერა რამე და მეთქვა, რომ ეს ფეიკ ანონსია, მაგრამ გამოცდილმა მეგობრებმა მირჩიეს თავის შეკავება, რადგან გამოვლენილიყო აი ეს, რაც გამოვლინდა. გამიჭირდა, თუმცა გავჩერდი და დაველოდე. ამიტომ მადლობა მათ და მადლობა ჟურნალისტსაც. ვიცი, რომ მთელს აქტივს გეზიზღებათ ის, მეც არ მიყვარს,თუმცა ვთვლი, რომ აი ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა ასე ნიველირებით და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და სწორი არჩევანი გავაკეთე. მთავარი ჩემი მოტივატორი არის ის, რომ უფრო მეტნი ვართ ისინი იმ “მამალაძე- ცაავებზე” რომლებიც არ ემსახურებიან ორ და მეტ პატრონს, არ ემსახურებიან მამონას, გულწრფელად უყვართ პატრიარქი და ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის. არა მხოლოდ სურათების და გიფების ფრიალია სიყვარული, ეს ფარისევლობაა… უნდა გიყვარდეს გულით და ამტკიცებდე საქმით.

ჩვენ გაცილებით ბევრნი ვართ და ყველაფერი კარგად იქნება გარწმუნებთ!!

უფასო რჩევა “მამალაძე- ცაავებს”თვალი გაუსწორონ სიმართლეს და მხარი დაუჭირონ სიმართლეს.

არ ემსახუროთ ორ ბატონს.

მამალაძეს, პეტკას და მის ბანდას, კი ვურჩევ ჩაიხედონ საკუთარ სულში, თუ შეძლებენ, შეინანონ და თქვან სიმართლე ღმერთის წინაშე, მოუხადონ ბოდიში პატრიარქს, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ქვეყანაც გაერთიანდება,

აბა მომავალ ანონსამდე.

პ.ს. მადლობა ყველას ვინც მირეკავთ მწერთ და მამხნევებთ”

თეგები: სოსო გოგაშვილიციანიდის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved