• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიცი რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მე მაინც თვალები ცრემლებით მევსება…” – დათო ტურაშვილი

ალია ავტორი - ალია
04:22 12-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,558

დათო ტურაშვილი წერილს ავრცელებს:

„ვიცი რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მე მაინც თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, რადგან ის საშინელი სითხე თვალებს მეც მიწვავს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ შორს ვარ.

ვარ საფრანგეთში, იქ, სადაც 1713 წელს სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფესა და სხვა ევროპელ მონარქებს საქართველოს დახმარებასა და ევროპულ მფარველობას სთხოვდა თვალცრემლიანი და რას წარმოიდგენდა სულხან-საბა, რომ 300 წლის შემდეგ პირიქით მოხდებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ახლა ევროპელები გვთხოვენ, რომ გამოვიყენოთ ისტორიული შანსი და ჩვენ კი უარს ვამბობთ იმ არჩევანზე, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა თუ ილია ჭავჭავაძემ გააკეთეს.

თუმცა დიდმა საბამ ისიც არ იცოდა, რომ მალე, მისი გარდაცვალებიდან თითქმის ასი წლის შემდეგ, საქართველოს ისეთი ბოროტი მტერი დაიპყრობდა რუსეთის იმპერიის სახით, რომ ამ ბოროტებასთან ბრძოლა, ჩვენ შვილებსაც კი მოუწევდათ ოცდამეერთე საუკუნეში.

ჩვენი შვილები ახლა რუსთაველზე დგანან და ისე იბრძვიან, როგორც მანამდე ჩვენ ვიდექით და ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, როგორც უფრო ადრე ჩვენი მშობლები და კიდევ უფრო ადრე მათი მშობლები იბრძოდნენ უკეთესი საქართველოსთვის და ეს ბრძოლა 1801 წელს დაიწყო და მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა საქართველო რუსეთის იმპერიას თავს დააღწევს. სამწუხაროდ ეს არ ესმის რუსულ ხელისუფლებას და ვერც იმას ხვდება თუ რა გენეტიური, კულტურული და ისტორიული კავშირი გვაქვს ევროპასთან და რატომ არ ვამბობთ უარს იმ ნაბიჯზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ფარნავაზ მეფემ გადადგა. რუსებმა არათუ საქართველოს შორეული წარსული, საქართველოს უახლესი ისტორიაც არ იციან და ამიტომაც ვერასოდეს გაიგებენ თუ რატომ შეეწირა საქართველოს თავისუფლებას ამდენი ქართველი მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებშიც კი – მაშინაც კი, როცა თავისუფლებაზე ფიქრიც კი საშიში იყო.

არადა სწორედ თავისუფლება არის ჩვენი არსებობის მთავარი წყაროც, გამართლებაც და მიზანიც, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლეზეც მეტია და ზოგჯერ ამ ბრძოლაში ვმარცხდებით კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, რადგან სხვებმა თუ არა, ჩვენ ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ისეთივე ბედნიერებაა, როგორც თავისუფლებით ტკბობა და აზროვნება.

და რაც მთავარია, ჩვენ ისიც ვიცით, რომ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლას შევწყვეტთ, ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველო –
ამიტომაც მადლობა ყველას, ვინც არის საქართველო და ოთარ ჭილაძისა არ იყოს, თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის, იბრძვის და იბრძვის…”

თეგები: დათო ტურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved