• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიცი, რომ გურამ ახალაიას დედა იყო მისული როლანდ ახალაიასთან” – რას ჰყვება შალიკაშვილის დედა?

ალია ავტორი - ალია
17:47 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

4 თებერვალს ფოთში, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე 45 წლის გურამ ახალაიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შალვა შალიკაშვილის ძმის, გია შალიკაშვილის ცხედარი ზუსტად 15 წლის წინ, 2006 წლის 5 თებერვალს, პალიასტომის ტბაში სამთვიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

გია შალიკაშვილის დედის, მაგული ტყებუჩავას თქმით, შვილის ცხედარს სხეულზე ქვები ჰქონდა მიბმული. ოჯახი მაშინ ხელს გურამ ახალაიას ადებდა და მისივე თქმით, ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე იყო მისი მეორე შვილი – შალვა შალიკაშვილი, რომელიც გუშინ შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს:

„რა საქმეზე იყო მაშინ შეკამათება მე არ ვიცი, ამ საქმის მოწმე იყო ჩემი შვილი შალვა. სწორედ გურამ ახალაიამ გაიყვანა იმ დღეს გია (შალიკაშვილი) სახლიდან და მერე სამთვიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ტბაში შვილის ცხედარი”, – განაცხადა მან “პრაიმტაიმთან”.

„გურამ ახალაიას მფარველობდნენ…. მათ (ახალაიებს) ახლობლობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ოღონდ რა ახლობლობა არ ვიცი.

მაშინ, საოლქო პროკურორი იყო როლანდ ახალაია. მე ვიცი, რომ გურამ ახალაიას დედა იყო მისული როლანდ ახალაიასთან.

მე ჩემი შვილის (გია შალიკაშვილის) საქმეზე ვიყავი მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, ასევე, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და ვთხოვდი საქმის უსწრაფეს გამოძიებას. თუმცა, ეს საქმე მაშინ არ გამოიძიეს და თაროზე შემოდეს.

გურამ ახალაიამ, რომელმაც ამ ამბის მერე საქართველო დატოვა და ევროპაში წავიდა საცხოვრებლად, სულ ცდილობდა ჩემი შვილის, შალვა შალიკაშვილის მოშორებას, რადგან ის იყო ერთადერთი მოწმე ამ საქმის“

4 თებერვალს მოკლული გურამ ახალაიას ოჯახი ამ საქმესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს მედიასთან.

მისი მეუღლის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მისი ქმარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა რეალურად შემხებლობა არ ჰქონია.

„არაფერი არ ვიცი…. დამნაშავის ძმის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაგასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ჩემი მეუღლე წლებია, რაც ევროპაში იმყოფებოდა და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. არანაირი დავა არ ყოფილა“

შეგახსენებთ, რომ ფოთში, 45 წლის გურამ ახალაია მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

პოლიციამ ცხელ კვალზე შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილი დააკავა, რომელიც გახლავთ 15 წლის წინ მოკლული გია შალიკაშვილის ძმა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved