• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიცი, არ მოგეწონებათ, მაგრამ ეს ჯერ ბრძოლა – არ არის!”– უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
19:42 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,615

ბლოგერი, უჩა აბაშიძე:

ვიცი არ მოგეწონებათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ – ჩვენი აქციები და მარშები – არის მხოლოდ ძალის დემონსტრირება. ეს ჯერ ბრძოლა – არ არის (გარდა მოლთან აქციისა – ეგ იყო კლასიკური “დაუმორჩილებლობის“ აქცია)
ვინმეს რო ჰკითხო – გიპასუხებენ, რო ბრძოლა არის – გაფიცვა და ბოიკოტი.
ოღონდ როგორ შეიძლება მე, ერთმა ადამიანმა ან ერთმა ოჯახმა – გამოვხატო ეს გაფიცვა და ბოიკოტი?
მარტივი რეცეპტი ასეთია:
თქვენ ამ, რუსულ, ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას და შვილების გაზრდას აპირებთ? – მინისტრები რო სანქცირებულები არიან, არჩევნები რო მეტი არ ჩატარდება, ფაქტიურად, და მზიას გირაოთი გაუშვებენ თუ იჯდება – ამას რო მამუკა მდინარაძის “განწყობა“ წყვეტს და არა მოსამართლე? (ანდროსაც ხო იგივე შეუთვალა?)
ხოდა – თუ აქ ცხოვრებას, სიცოცხლეს – არ აპირებთ – მაქედან უნდა ამოხვიდეთ. რას ელოდებით? – სანამ თქვენ იქცევით “ნახევრად ისე – ვითომ არაფერი ხდება“ – მითუმეტეს არ შეწუხდებიან კომფორმისტები და სხვები.
გაიაზრეთ ეს და “დაკეცეთ“ თქვენი ცხოვრება და შეინახეთ ჩემოდანში.
არაფერი ეკონომიკური საბოტაჟი ეს არაა. ეს არი “მე ასე სიცოცხლეს არ ვაპირებ“, შესაბამისად აღარც ბინა მინდა ახალი, აღარც მანქანა, არც შაურმა, არც ჩიზბურგერი.
ფულს – ვაგროვებ და არ ვხარჯავ, იმ ვალუტაში – სადაც ვფიქრობ აწი ცხოვრების გაგრძელებას.
ეს არის ბოიკოტი.
და ის რო იძახის ხოლმე, 800 კაცია სულო. მართლა? ვნახოთ აბა!
საქართველოში, რეალურად, ნებისმიერი ბიზნესი წკიპზე მუშაობს და მომხმარებლების მოკლებას ძალიან გრძნობს. და თან ამას დომინოს ეფექტი აქვს.
ამიტომ არის აუცილებელი, რო მთავრობა – საშუალო ფენას უსმენდეს, ფეხზე არ იკიდებდეს და ყველანაირად ზრუნავდეს მათზე, რომ ეს ხალხი ქვეყნიდან კი არ გარბოდეს, არამედ ბრუნდებოდეს, ფულს აქ ხარჯავდეს და ეკონომიკის “ჩარხს“ ატრიალებდეს. არ გინდათ? კაი ბატონო! ვნახოთ, ვისი აჯობებს!
შეგახსენებთ: ბრძოლა არის გაფიცვა, ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა. დანარჩენი – მზადება და ძალის დემონსტრირებაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved