• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვიცი ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ არაფერი გამორიცხული არ არის” – გიორგი ჩიკვაიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:46 04-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,412

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა:

,,მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს. ამისათვის გამოიყენებენ მიზეზს ჩემს თანდაყოლილ თირკმლის პათოლოგიას და სისხლში თრომბოციტების მაჩვენებელს.
საქმე უკავშირდება ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას თუ როგორ ცდილობს ფსბ და რუსული ოცნება, სხვადასხვა ქვეყნების მათშორის ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირებას.
ჩემს ხელთ არის მასალა თუ როგორ ხდებოდა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირება, ასევე რა გზას მიმართავდა რუსეთი, ოცნების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მეშვეობით, მათი იძულებით გადმობირებისათვის.
ისინი იყენებდნენ ე.წ “თაღლითურ ქოლცენტრებს” და ფინანსურ რესურსებს.
ეს პიროვნებები გახლავთ, სხვადასხვა სტრუქტურის  მაღალჩინოსნები.
ახლავე მსურს განვაცხადო, რომ არ ვითანამშრომლებ არცერთ ქართულ საგამოძიებო უწყებასთან, რადგან თვითონ მფარველობენ და ახორციელებენ ამ დანაშაულს, მაგრამ მზად ვარ ამერიკული ან სხვა საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია მივაწოდო მათ.
ეს იქნება ზემოთ ხსენებული პირებზე მასალები, თუ რა ფორმით და როგორ მოხვდა მათთან ფსბ-ს დაკონტაქტება ოცნების დახმარებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მზად ვარ დეტალური ინფორმაცია, თანმხლები დოკუმენტაციით გადავცე შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებს და ევრო ჯასტისს.
ღრმად მჯერა უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი მიეცემა სისხლის სამართლებრივ დევნაში.
ვიცი ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ არაფერი გამორიცხული არ არის, მინიმუმ უაზრობა იქნება რაიმე სახით ხელის შეშლა, რადგან ეს ინფორმაცია არის დუბლირებული.
მივმართავ სახალხო დამცველს, დააწესოს 24 საათიანი მონიტორინგი ჩემს საკანზე.
ობიექტურობისათვის მინდა აღვნიშნო ნურავინ მიიტანს ეჭვს ნამდვილად უდანაშაულო და კეთილსინდისიერ ციხის საავადმყოფოს ექიმებზე.
ამას ისე გააკეთებენ, რომ ციხის ადმინისტრაციას არავინ შეეკითხება.
არ მსურს საზოგადოებას ეგონოს, წამით მაინც შიშმა მომიცვა, საკანში ფიზიკურად მარტო ვარ, თუმცა მგონია, რომ ამასთან ერთად მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე და ყველა ქართველი გმირები ჩემს გვერდით არიან.
ეს არ გახლავთ ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, როგორც ბოლო გადაცემაში  ფსბ-ს აგენტ ბორია ივანიშვილს დავპირდი ჯერ ბოლო გვერდი არ გადამიშლია. ახლა გადავშლი, რომელიც 3 თავისგან შედგება. ამ განცხადებაში მოყვანილი ამბავი, მხოლოდ პირველ თავს წარმოადგენს.
მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ 13 მარტს მომწამლეს, გარდა იმისა, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული არ მაქვს მხედველობა ერთ თვალში, ამას ემატება თეთრი ლაქები ფეხებზე და ჩემთვის უჩვეულო კანის მტვრევა.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან უარსს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე.
მეგობრებო, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, სხვა დროს ასეთი შანსი შეიძლება აღარ იყოს.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმრებს, მზია ამაღლობელს და მედროშე თემურ ქათამაძეს, ვუსურვებ მხნეობასა და გამძლეობას.
ადამიანები გარედან ვერ წარმოიდგენენ რა რთული გზის გავლა უწევს თითოეულ მათგანს, მაგრამ ყველას გვაქვს ერთი – საქართველოს სიყვარული!”

თეგები: გიორგი ჩიკვაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved