• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას” – ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგების პეტიცია

ალია ავტორი - ალია
15:26 12-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვენ:

„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 1991 წელს,  ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე დაარსდა  დეკანოზ დავით შიოლაშვილის, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის მიერ. სკოლა იმთავითვე სრულიად გაემიჯნა საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას!

ჩვენმა პედაგოგებმა საგანგებოდ შექმნეს ალტერნატიული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები; სასწავლებლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის შეექმნა საბჭოთა იდეოლოგიისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე, რათა მათ შეეძინათ  ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების  მოქალაქეებისათვის საჭირო  უნარ–ჩვევები; აღზრდილიყვნენ ეროვნულ  და მსოფლიო ფასეულობებზე, ყოფილიყვნენ ღია და გახსნილები საზოგადოებისათვის, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი პიროვნებები.

პირველივე დღიდან ვცდილობთ, სწორი ორიენტირებით წარვმართოთ ჩვენი მოსწავლეების ხედვა, ვასწავლოთ ჭეშმარიტი ისტორია, რომ შეძლონ იმ უბედურების გააზრება, რაც ორასწლიანმა რუსულმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს!

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა ჩვენგან სიმართლეს ითხოვს!

დროის უკუქცევა შეუძლებელია, მაგრამ, ვხედავთ, რომ ისტორიის გაკვეთილები მეორდება!

ამიტომ ვთვლით, რომ უმოქმედობა დანაშაული იქნება არა მხოლოდ მომავალი თაობების, არამედ ჩვენი დიდი წინაპრების წინაშეც, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რკინის იმპერიასთან ბრძოლას და რომელთა სახელების დავიწყებასაც ყოველთვის ცდილობდა საბჭოთა იდეოლოგია!

განვითარებული მოვლენები არ არის ბრძოლა თაობათა შორის, ესაა ბრძოლა ნამდვილად ღირსეული მომავლისთვის!

ჩვენ ვასწავლით ჩვენს  მოსწავლეებს კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემას და ამიტომ ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved