• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითხოვთ, ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების დაუშვებლად ცნობას” – შაქარაშვილის საქმე

ალია ავტორი - ალია
17:49 08-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი საქმის მთავარი მოწმეების ჩვენების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. საუბარია გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებზე.

გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ ხვალ არასრულწლოვნების მიმართ დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.

“მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და აქედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული ჩვენებების დაუშვებლად ცნობა. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებებს, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, გარდა შეცვლილი ჩვენებებისა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება დაუდასტურდეს ზ.ხ-ს. თქვენ ხომ იცნობთ ამირხანაშვილის ჩვენებას? აქედან გამომდინარე, ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. მას მიცემული აქვს 4 სხვადასხვა ჩვენება გამოძიების ეტაპზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და შესაბამისად, ვითხოვთ მის დაუშვებლად ცნობას.

ასევე, ახვლედიანის ჩვენება, რომელიც უკვე მესამედ დაიკითხა. მან არ დააზუსტა ეს ჩვენება, ეს ჩვენება მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ წინა მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ, თუ მოწმეთა ჩვენებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა,” – აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი კახა წერეთელი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის არ არის და იქ მხოლოდ ცალკეული გარემოებებია დაზუსტებული.

“მას არანაირი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მოცემული არ აქვს, მან მხოლოდ და მხოლოდ დააზუსტა ცალკეული გარემოებები, ხოლო ის, რომ ბრალდებულების ადვოკატები უკმაყოფილო არიან დაზარალებულის ჩვენებით, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია. გადაწყვეტილება ჩვენების დასაშვებობასთან დაკავშირებით სასამართლოს მისაღებია და ჩვენც დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვახტანგ ახვლედიანი გამოცხადდეს სასამართლოში, ის რა თქმა უნდა, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას”

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved