ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას ბოდბის ეპარქია ადასტურებს.
ნინოწმინდის პანსიონს წლების განმავლობაში სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა.
“პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი პირადი განცხადების საფუძველზე, პატრიარქთან შეთანხმებით დატოვა:
მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, რა თქმა უდნა ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან, სწორედ კათოლიკოს პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი – ამბობს ედიშერ ქარჩავა.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები ალაპარაკდნენ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ 2016 წლიდან დღემდე, ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, 4 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.
კომენტარები