• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც რამის ჩატანა შეეძლო ლექსოს საქმეზე ევროპარლამენტში – “ოცნება” იყო…” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
14:57 06-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“ლექსო ლაშქარავას ამბავი ქვეყნის მტრებმა ჩაიტანეს ევროპარლამენტშიო.

უგუნურები.
2022 წელია, პირდაპირ ეთერში უყურებდა მსოფლიო, როგორ სცემდა 50–მდე გავეშებული კაცის მსგავსი არსება ერთ ადამიანს… და პოლიცია… უბრალოდ, არ იყო… დაანონსებულ აქციაზე, დაანონსებულ ძალადობაზე პოლიცია, უბრალოდ არ იყო…
უგუნურები…
ასე ეუბნებოდნენ ილიასაც, ჭირი უნდა დამალოო – მაგრამ არ იმალება ჭირი, არა, კი არ უნდა დამალო, უნდა თქვა, რომ უმკურნალო…
უგუნურები…
ვისაც რამის ჩატანა შეეძლო ლექსოს საქმეზე ევროპარლამენტში – ოცნება იყო:
ოცნებას შეეძლო ჩაეტანა იქ საქმის მასალები, თუ თეთრი ძაფით არ აქვს ნაკერი და ეთქვა, რომ ყველა შემსრულებელი დაკავებული ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს დაკავებული და რას ეტყობა?
ოცნებას შეეძლო ევროპარლამენტში ჩაეტანა ორგანიზატორების დაკავების ოქმების ასლები – უპს, არ დაუკავებია, ხო?
ოცნებას შეეძლო ეთქვა, რომ ძალადობის ორგანიზატორების საქმეზე მუშაობს, მაგრამ, აბა, როგორ, როცა იგივე ადამიანები ტელევიზიას ხსნიან, პარტიას ხსნიან, რუსეთში დაბრძანდებიან, მილიონიან მანქანებზე სხედან და როგორც ახლა ამტკიცებს ანტიკორუფციული სამსახური, შავ ფულსაც ატრიალებენ ქვეყანაში?
ოცნებას შეეძლო ჩაეტანა ევროპარლამენტში ვიდეოები, რომელიც ჩვენ გვაჩვენა, მაგრამ უპს, რამდენად კანონიერად მოხდა იმ ვიდეოების ამოღება და ავთენტურია საერთოდ?
ოცნებას შეეძლო ჩაეტანა ევროპარლამენტში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, თუ დარწმუნებულია, რომ წყალი არ გაუვა – მაგრამ ეს ის სამხარაული ხომ არ არის, რომელიც პრემიერთა დაქვემდებარებაშია და რომელსაც ყოფილმა პრემიერმა ფისი–ფისიც არ ანდო?
კობა დავითაშვილს ჰკითხეთ, ცემა რას ნიშნავს და მერე იტლიკინეთ ლაშქარავაზე.
ხო, იმ კობას, რომელიც წამლის ფულის გარეშე დატოვეთ და როგორც დაწერა, ტანჯვით სიკვდილისთვის გაიმეტეთ, იმ კობას, რომელიც სამსახურიდან გააგდეთ, იმ კობას, რომელსაც სიკვდილის შემდეგ, ახალ წელს გადაეცით ჯილდო.
5 ივლისი უკვე მოაწყვეთ – ამას ვეღარ შეცვლიდით, ვერავინ ვერსად ჩაიტანდა იმას, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გადახვევის სისტემა, გუგლი და იუთუბი რუსეთში ჭედავს, ევროპაში არა.
ერთადერთი, ვისაც რამის ჩატანა შეეძლო 5 ივლისზე და ლაშქარავაზე ევროპარლამენტში იყო ქართული ოცნება – მაგრამ ბიძინას არ ჰქონდა, ღარიბაშვილს გაჰქონდაო – რაც არ ჰქონდათ, როგორ გაიტანდნენ?
რა უნდა ჩაეტანათ?
ის ჯგუფი, ვისაც ხალხი ვაცემინეთ, ჩვენები არიან, ერთი ტენდერის შვილები ვართ და გვჭირდებაო?
დამნაშავეს იმათში კი ნუ ეძებთ, ვინც რამე ჩაიტანა ევროპარლამენტში, დამნაშავე იმათში უნდა ეძებოთ, ვისაც არაფერი გაუკეთებია, რომ მერე ევროპარლამენტში წაეღო…
კარგშიც და ცუდშიც, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, აქსიომაა ეგ და ხელისუფლება რომ არ გეპრავებიათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე.
საქმე რომ აქამდე მივიდა, ოცნების მომხრეთა ბრალია.
მოგეთხოვათ დაპირებების ასრულება, მოგეთხოვათ სამართალი, მოგეთხოვათ დამნაშავეთა დასჯა.
თქვენ ჩაიტანეთ, რეალურად, ხელისუფლების მომხრეებმა ჩაიტანეთ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი სიტყვა – დავაშავეთ და გვკიდია, კიდევ დავაშავებთ!
და რაკი თვლით, რომ ვინც ეს ამბავი ჩაიტანა, ქვეყნის მტერია, თავადვე მიხვალთ დასკვნამდე, რომ თქვენ გამოდიხართ ქვეყნის მტრები!!!”
თეგები: ლექსო ლაშქარავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved