• რეკლამა
  • კონტაქტი
10:55, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვისაც აქვს ეჭვი და შიში, სჯობს არ ეზიაროს – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
13:14 03-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ზიარების წესის უსაფრთხოებას ეხმაურება.

„წამოიჭრა კოვზით ზიარების უსაფრთხოების საკითხი. მე პირადად არასოდეს მიფიქრია, რომ საფრთხის შემცველია ეს ჩემთვის (მრევლის ზიარების შემდგომ დარჩენილ წმ. ნაწილებს- ევქარისტიულ პურსა და წყალგარეულ ღვინოს მღვდელი/დიაკონი ღებულობს იმავე კოვზით) ან სხვისთვის, გამომდინარე ევქარისტიის მადლისა და ენერგიების. თუმცა ისიც გვახსოვდეს, რომ მოციქულ პავლეს მიხედვით, უღირსად და ურწმუნოდ მაზიარებელი ფიზიკური სნეულებებით გაიტანჯება.ზოგადად, მსჯელობის და აზროვნების საგანი ყველაფერი შეიძლება იყოს და მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში. სადაც აგრესიაა, იქ რწმენა არაჯანსაღია.

უნდა ვიცოდეთ, რომ კოვზით ზიარება გვიანდელი საუკუნეების მოვლენაა, ჩნდება ბიზანტიაში და შემდგომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებმაც გადაიღეს. საქართველოს ეკლესიაში კოვზით ზარების დაწყების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მაქსიმალურად ქვედა ზღვარად შეგვიძლია დავასახელოთ მე-11 საუკუნე, რადგან საქართველოში ამ საუკუნეში შეცვალა მოციქულთა იაკობის და პეტრეს ლიტურგიები ოქროპირის და ბასილი დიდის ლიტურგიებმა. ხოლო მოციქულთა ლიტურგიებში დღესაც კოვზის გარეშე ხდება ზიარება, ისევე როგორც თავდაპირველად იგივე ხდებოდა ოქროპირის და ბასილის ლიტურგიებშიც: მრევლის გადაჯვარედინებულ ხელის გულზე სამღვდელო პირის მიერ ევქარისტიული პურის დადება და ბარძიმიდან ევქარისტიული ღვინის შესმა (როგორც ეს დღესაც ხდება საკურთხეველში სამღვდელოების ზიარებისას). მაგრამ თუ ვფიქრობთ რომ ვირუსი ზიარებისას გადამდებია, პირვანდელი საუკუნეების პრაქტიკაც ვერ გვიშველის, არ არის კოვზი, მაგრამ საერთო ბარძიმიდან ვსვამთ და ვეხებით ბაგეებით. ამდენად, უნდა გვწამდეს, რომ ევქარისტია (ზიარება) უსაფრთხოა რწმენით, სიყვარულით და ღვთისმოშიშებით მაზიარებლისათვის, ხოლო ვისაც აქვს ეჭვი და შიში, სჯობს არ ეზიაროს.” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი.

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. საპატრიარქო ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ რუმინეთში ერთჯერადი კოვზებით ზიარება დაუშვეს. საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სურვილია რომ დღეს შენდობის ლოცვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა შედგეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved