“ენმ”-ის წევრი, ზვიად კუპრავა:
“სამსახურიდან რომელიც მიყვარდა უკანონოდ გამიშვეს.. რომ შევეწინააღმდეგე ჩაგვრა მოინდომეს..
3 ჯერ დამხვდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ.
1 წელი გლდანის ციხეში უსამართლოდ მამყოფეს. ადმინისტრაციულ დაკავებებზე და 20 ათას ლარამდე მისულ ჯარიმებზე აღარაფერს ვლაპარაკობ.
ეკონომიკურად მომახრჩვეს.
მუდმივად სტრესში მყოფი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები.
ვის უნდა შევურიგდე, ამ ყველაფრის შემოქმედს?
ჩემი პასუხია – არა!
არა, ნამდვილად არ მაქვს ამ კრიმინალებთან შერიგების სურვილი.
მაგრამ, შეიძლება პოლიტიკური ზავი.
ზავი პირობით და ამ პირობას თავისუფლება ქვია.
კომენტარები