“მაგნიტსკის” აქტის ავტორი ბილ ბროუდერი “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
“…ადამიანებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგანან, პირადი სანქციები უნდა დაწესდეს
მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის საკმარისი ზეწოლა დასავლეთისგან, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან. ზეწოლა უნდა მოხდეს არამხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ იმ პიროვნებებზე, რომლებიც დგანან ამ დანაშაულის უკან და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. მათ უნდა იგრძნონ პირადი პასუხისმგებლობა.”
ბილ ბროუდერი ამბობს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები დროულად უნდა დასრულდეს, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
კომენტარები